LIFE

ყველაფერი, რაც 30 წლამდე გოგონებს სურთ ცხოვრებაში

ყველაფერი, რაც 30 წლამდე გოგონებს სურთ ცხოვრებაში

ძნელია ქალის გონების წაკითხვა და აღმოჩენა, რა სურს სინამდვილეში. თუმცა არსებობს რამდენიმე რამ, რაც ყველა 30 წლამდე ქალს სურს ცხოვრებაში:

 
  • თავისუფლება

20-იან წლებში, გოგონების უმეტესობას თავისუფლება სურს. მათ სურთ მარტო ცხოვრება და დამოუკიდებლობა. ისინი წლების განმავლობაში უსმენდნენ მშობლებს და სწორედ ამ ასაკში, თავისუფლების დრო დგება. მათ სურთ პარასკევ საღამოს მეგობრებთან ერთად გართობა, პაემნებზე სიარული და სისულელეების ყიდვა, თანაც მშობლების გაბრაზების გარეშე. 
  • კარგად ანაზღაურებადი სამუშაო

იმისათვის, რომ სასურველი დამოუკიდებლობა მოიპოვოს, ყველა 30 წლამდე გოგონას სურს იპოვოს კარგად ანაზღაურებადი სამუშაო. მაშინაც კი, თუ მას კარგი სამსახური აქვს, ის ცდილობს უკეთესის პოვნას. მისთვის თავისუფლება პრიორიტეტია.
  • სიყვარული

ყველა გოგონა, ცხოვრების 20-იან წლებში ოცნებობს მისტერ სრულყოფილებაზ, მაგრამ ხშირად, მისტერ შეცდომას პოულობს. მისთვის სიყვარულიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავისუფლება. მას სურს ახლა, ამ ასაკში დაიწყოს ურთიერთობა, რომელიც ათწლეულებს გაუძლებს.  
  • ნამდვილი მეგობრები

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვსურს გვყავდეს ნამდვილი მეგობრები, 20-იან წლებში, გოგონა მათ პოვნას სწავლობს. როცა პატარა ხარ, ადვილია ყალბი ადამიანების ნახვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი მეგობარი გყავს. 20 წლის შემდეგ, ადამიანი სწავლობს ნამდვილი და ყალბი მეგობრების გარჩევას. მან ახლა იცის, რომ ერთი ნამდვილი მეგობარი ბევრად უკეთესია, ვიდრე ბევრი, თუმცა ყალბი.  
  • ძვირადღირებული ნივთები

ალბათ, არც ერთ ასაკში არ არის ძვირადღირებული ნივთები ისეთი მიმზიდველი, როგორც 20-იან წლებში. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ამ ასაკში, ასეთი ნივთების ყიდვა, ადვილი არ არის…  
  • მანქანა

დაკავებულ გოგონას, რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრობს და მუშაობს, სჭირდება საკუთარი მანქანა, რათა უფრო სწრაფად და ხარისხიანად შეასრულოს დღის ამოცანები.
  • მოგზაურობა

20-იან წლებში, გოგონას სურს, რომ პიროვნულად გაიზარდოს. ახალი ადგილების აღმოჩენა, ახალი კულტურების შესწავლა და სხვადასხვა ადამიანებთან შეხვედრა კი, ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო გზაა.