სილამაზე
გვითხარით, როგორი ფორმისაა თქვენი წარბები და ჩვენ გამოვიცნობთ, ვინ ხართ სინამდვილეში!
- 26.05.2022
დაფიქრებულხართ, რომ თუ თვალები სულის სარკმელია, მაშინ წარბები, ამ სარკმლის ჩარჩო გამოდის?
- ჩვეულებრივი წარბები
ვგულისხმობთ საშუალო სიგანისა და სისქის წარბებს, რომლებიც ერთმანეთისგან, სახის პროპორციულადაა, დაშორებული. ასეთი წარბი გამოხატავს ტრადიციული ღირებულებებისადმი ერთგულებას. ამავე დროს, თქვენ არ ხართ მიდრეკილი ზედმეტად დრამატიზაციისკენ - რაც თქვენთან ურთიერთობას, კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
- ზედმეტად გრძელი წარბები
თქვენ კარგად უმკლავდებით პრაქტიკულად ნებისმიერ სტრესს. გაქვთ ამოუწურავი შინაგანი რესურსები და ინტერესების ფართო სპექტრი. მიჩვეული ხართ თქვენი ყველა პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას და იშვიათად მიმართავთ სხვებს დასახმარებლად.
-
მოკლე წარბები
თქვენ უაღრესად ყურადღებიანი ადამიანი ხართ. არ მოგწონთ სხვების პრობლემების მოსმენა და მათი წუწუნი გაღიზიანებთ. ზოგჯერ გიჭირთ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება, მაგრამ არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ.
- სქელი წარბები
თქვენ გჯერათ საკუთარი თავის და ასევე, იცით, რამდენად მიმზიდველი ადამიანი ხართ. თქვენნაირი ადამიანები ადვილად უმკლავდებიან კონფლიქტებს. თქვენ არ გაინტერესებთ, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე - თქვენ მიდრეკილი ხართ აკეთოთ ის, რაც თავად მოგწონთ. თქვენი ტიპის ინდივიდებს სამართლიანად უწოდებენ "თავისუფალ სულებს".
- თხელი წარბები
ძალიან თხელი წარბები თანდაყოლილ დელიკატურობაზე მეტყველებს. კონფლიქტები თქვენი პრიორიტეტი არ არის და ოსტატურად ახერხებთ მათ თავიდან აცილებას. თქვენ ხართ სრულყოფილი მსმენელი და თანამგრძნობი სული!
- მაღალი, თაღოვანი წარბები
თქვენთან პირველი შეხვედრისას, ადამიანებს ხშირად ექმნებათ ცრუ შთაბეჭდილება და ფიქრობენ, რომ ეგოცენტრული, ამპარტავანი ადამიანი ხართ. მაგრამ ჭეშმარიტება ის არის, რომ თქვენ სრულად ვერ გაიხსნებით ადამიანთან, რომელიც თქვენს ნდობას ვერ მოიპოვებს. და, თქვენი ხასიათის თავისებურებებზე საუბრისას, შეუძლებელია პერფექციონიზმი და თვითკრიტიკა არ ვახსენოთ...
- დაბალი, თაღოვანი წარბები
დაბალი, თაღოვანი წარბების მქონე ადამიანი, არის პიროვნება, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში ენდობით. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, შეუძლიათ სერიოზული, ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარება.
- სამკუთხა წარბები
თქვენ გაქვთ უნარი სწრაფად გაანალიზოთ სიტუაციები და მიიღოთ ელვისებური გადაწყვეტილებები. ასეთმა სპონტანურობამ, ზოგჯერ, შესაძლოა არასასურველი შედეგები გამოიწვიოს, მაგრამ მას ნამდვილად აქვს თავისი უპირატესობები: ადამიანებს არასოდეს მობეზრდებათ თქვენთან კომუნიკაცია! თქვენ შთააგონებთ სხვებს და არასოდეს ერიდებით პასუხისმგებლობის აღებას.
- მომრგვალებული წარბები
ასეთი წარბები სიკეთისა და ყურადღებიანობის უდავო ნიშანია. თქვენ არასოდეს ხართ გულგრილი სხვა ადამიანების პრობლემების მიმართ და ყოველთვის მზად ხართ დაეხმაროთ გაჭირვებულებს.
- თითქმის სწორი წარბები
"ორჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერა" არის გამონათქვამი, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს თქვენს შეხედულებას ცხოვრებაზე. თქვენ არ გეშინიათ გამოთქვათ არასასიამოვნო ჭეშმარიტება, რომლის თავიდან აცილებასაც ყველა ცდილობს.
- "დიაგონალური" წარბები
რაც უფრო ციცაბოა დახრის კუთხე, მით უფრო ძლიერია ემოციები და ვნებები, რომლებიც ილექება თქვენს სულში. თქვენ ყველა ადამიანზე ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებთ. თქვენნაირმა ადამიანებმა ზუსტად იციან რა სურთ ცხოვრებაში და ყოველთვის პოულობენ წარმატებისკენ მიმავალ უმოკლეს გზას.
- ძლივს შესამჩნევი წარბები
ეს განსაკუთრებით იშვიათი შემთხვევაა: ღია ფერის მწირი წარბები, რომელთა ფორმა ადვილად არ არის განსაზღვრული. ეს დაუცველობის უეჭველი ნიშანია. თქვენ მიდრეკილი ხართ, რომ თქვენი შესაძლებლობები ეჭვის ქვეშ დააყენოთ. რაც, თავის მხრივ, სიმორცხვის აუცილებელი პირობაა. ჩვენი რჩევაა, სასწრაფოდ განდევნოთ საკუთარი თავის ეჭვი და ფრთები გაშალოთ - ახალი მწვერვალების დასაპყრობად!
თემები: სილამაზე