„ურთიერთობის რიტუალი“ - მარტივი ჩვევა, რომელიც სიყვარულს აძლიერებს
- 28.05.2022
თუ ვინმეს ხვდებით, შეყვარებული ან დაქორწინებული ხართ, პატარა რიტუალები შესანიშნავი გზაა თქვენი კავშირის გასამყარებლად. კვლევებით დასტურდება, რომ წყვილები, რომლებსაც ურთიერთობის ერთი ან რამდენიმე რიტუალი აქვთ, განსაკუთრებულ კმაყოფილებას გრძნობენ.
იქნება ეს უბრალოდ ყოველ კვირა საღამოს კინოში წასვლა თუ ყოველ ზაფხულს, ერთად მოგზაურობა, ნებისმიერ რიტუალს შეუძლია სიმტკიცე შემატოს თქვენი ურთიერთობას.
-
ის აძლიერებს თქვენს კავშირს
ეს შეიძლება იყოს რაღაცის სწავლა ან ყოველ შაბათ-კვირას ლაშქრობა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ეს რიტუალები თქვენი პრეფერენციიდან გამომდინარე. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ მეტი დრო გაატაროთ ერთმანეთთან და გაიგოთ რა არის ერთობლივი ფავორიტი საქმიანობა. მაგალითად, თუ თქვენ და თქვენს პარტნიორს გიყვართ ფილმების ყურება, შეგიძლიათ ყოველი პარასკევი საღამო, კინოს სეანსად გადააქციოთ.
-
ის გახდება მხარდაჭერისა და ზრუნვის გამოხატულება
იცოდით, რომ შეგიძლიათ რუტინული ჩვევა გადააქციოთ რიტუალად და გახადოთ უფრო სახალისო?
ისეთი ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა რეცხვა, ვარჯიში, სწავლა ან სასურსათო საყიდლები, ძალიან მარტივად გადაიქცევა ერთობლივ რიტუალად. ამ გზით თქვენ და თქვენი პარტნიორი გეძლევათ შესაძლებლობა გაინაწილოთ ერთმანეთის ტვირთი და გამოხატოთ აქტიური მხარდაჭერა.
-
ის დაგეხმარებათ ხარისხიანი დროის ერთად გატარებაში
დღევანდელ სამყაროში, ერთი რამ, რაც უმეტეს ჩვენგანს აკლია, არის დრო. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჟონგლირებით, ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს საყვარელი ადამიანებისთვის დროის გამონახვა.
მიუხედავად ამისა, აუცილებელია დრო დაუთმოთ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თქვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი, თქვენს პარტნიორის.ამრიგად, ურთიერთობის რიტუალის შექმნა დაგეხმარებათ დააკომპენსიროთ დროის უქონლობის პრობლემა.
-
ის აუმჯობესებს კომუნიკაციას
ერთად გატარებული ხარისხიანი დრო, ხოლო შემდეგ პოზიტიური ემოციების, გრძნობებისა თუ ფიქრების გაზიარება, პირდაპირ აუმჯობესებს კომუნიკაციას.
ორივე თქვენგანს შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს აზრები, ინტერესები და გამოიყენოთ რიტუალი, როგორც თქვენი ურთიერთობის გადახედვის შესაძლებლობა.
-
ის დაგეხმარებათ შექმნათ ბედნიერი მომენტები
მოგონებებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ თქვენი ურთიერთობის გაღრმავებაში. როდესაც ურთიერთობის რიტუალს აწესებთ, გეძლევათ შესაძლებლობა შექმნათ ახალი მოგონებები.
ამიტომ, ის აქტივობები, რომლებსაც თქვენ და თქვენი პარტნიორი ჩაერთვებით და ამას „ჩვენს რიტუალს“ დაარქმევთ, გახდება ინვესტიცია, რომელსაც უკეთესი მომავლის შესაქმნელად, ერთად ჩადებთ.
ამ რიტუალების მეშვეობით თქვენ და თქვენს პარტნიორს შეგიძლიათ იმდენი ბედნიერი მოგონება შექმნათ, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრებაც არ ეყოს მათ ხელახლა გახსენებასა და განცდას!