სილამაზე

ნაადრევი დაბერების ყველაზე დიდი მიზეზი მზის გამოსხივებაა - ყველაფერი, მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ

ნაადრევი დაბერების ყველაზე დიდი მიზეზი მზის გამოსხივებაა - ყველაფერი, მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ

ცნობილია, რომ მზეში 10-15 წუთი ყოფნა აუმჯობესებს ჩვენს ხასიათს, ეხმარება სხეულს D ვიტამინის გამომუშავებაში, აძლიერებს იმუნიტეტს და ამაგრებს ძვლებს, მისი ჭარბად მიღება აზიანებს კანს და იწვევს მის ნაადრევ დაბერებას.

ამასთანავე, ნელ-ნელა ფართოდ ცნობილი ხდება ის ფაქტი, რომ კანის დაბერების გამომწვევი ყველაზე დიდი მიზეზი მზის გამოსხივებაა და იმისავის, რომ კანი დავიცვათ დამწვრობისგან ან კანის კიბოსგან, აუცილებელია მზისგან დამცავის ყოველდღიური გამოყენება.

მზისგან დამცავი უნდა წავისვათ ყოველდღე, სეზონისდა მიუხედავად, ყოველ 2-3 საათში ერთხელ. და დიახ, ღრუბლიან და თოვლიან ამინდშიც. სახლში ყოფნის დროსაც კი, ულტრაიისფერი გამოსხივება აღწევს ჩვენს კანამდე და აზიანებს მას.

მზის დამწვრობისა და დაზიანებისგან თავის ასარიდებლად, კანის ადრეული დაბერებისა და კიბოს რისკის შესამცირებლად, მზისგან დამცავი კრემი უნდა წავისვათ ადრეული ასაკიდანვე, არანაკლებ 30 SPF დაცვით. 

რა უნდა გავითვალისწინოთ მზის დამცავი კრემის არჩევისას?

1. არის თუ არა დამცავი ფართო სპექტრის

მზე ასხივებს სინათლის ორი ტალღის სიგრძეს, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში აღწევენ: ულტრაიისფერი A და ულტრაიისფერი B. შესაბამისად, მზისგან დამცავი საშუალებები შეფასებულია UVA და UVB დაცვით. "ფართო სპექტრი" გულისხმობს ორივე ტიპის სხივისგან დაცვას. UVA სხივებს უფრო გრძელი ტალღის სიგრძე აქვთ, ღრმად აღწევენ კანში, აზიანებენ კოლაგენს, იწვევენ ნაოჭების წარმოქმნას და კანის დაბერებას. UVB სხივები უფრო მოკლეა, მაღალი ენერგიით. ისინი აზიანებენ კანის გარეთა შრის DNM-ს და ზრდიან კიბოს განვითარების რისკს.

2. რამდენი აქვს მზისგან დამცავი ფაქტორი

SPF-ის ნიშანი მიუთითებს ულტრაიისფერი B (UVB) დაცვის დონეზე და შეფასებულია 2-დან 50+ მდე, ხოლო ვარსკვლავების ნიშანი ეხება ულტრაიისფერი A (UVA) დაცვას მასშტაბით 1-დან 5-მდე. დარწმუნდით, რომ თქვენს მზისგან დამცავ კრემს აქვს მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF) 30 ან მეტი და 4 ან 5 ვარსკვლავიანი ნიშანი. 
უფრო მაღალი SPF რიცხვი ნიშნავს მეტ დაცვას, მაგრამ რაც უფრო მაღალია რიცხვი, მით უფრო მცირე ხდება განსხვავება. SPF 15 მზისგან დამცავი საშუალებები ფილტრავს UVB სხივების 93% -ს, SPF 30 - 97%-ს, ხოლო SPF 50 - 98%-ს.

რეკომენდებულია, რომ დამცავი წაისვათ მზეზე გასვლამდე 30 წთ-ით ადრე და დაიმატოთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

3. რა ტიპის დამცავია: მინერალური თუ ქიმიური

მინერალური (ფიზიკური) დამცავი საშუალება შეიცავს ტიტანის და თუთიის ოქსიდს, რომლებიც ხელს უშლიან ულტრაიისფერი სხივების კანში შეღწევას მათი არეკვლის საშუალებით. მინერალური კრემი ნაკლებად აღიზიანებს კანს, მაგრამ პროდუქციის უმრავლესობა ტოვებს თეთრ შეფერილობას კანზე.

ქიმიური მზისგან დამცავი საშუალებები შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა ოქსიბენზონი, ავობენზონი, ოქტინოქსი, ოქტისალატი და ჰომოსალატი, რომლებიც კანში შეიწოვება და ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს და სითბოდ გარდაქმნის.


ავტორის შესახებ: მარიამ დარცმელია არის თავის მოვლისა და ჯანმრთელობის ბლოგის ავტორი, რომელიც გამომწერებს მუდამ სანდო, სჭირო და რაც მთავარია, მეცნიერულად გადამოწმებულ ინფორმაციას სთავაზობს სახის, სხეულის, თმისა თუ კანის მოვლის შესახებ.