LIFE

რატომ ეკრძალება კიმ კარდაშიანს ფერარის მანქანების ყიდვა?

რატომ ეკრძალება კიმ კარდაშიანს ფერარის მანქანების ყიდვა?

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში, ბევრი ბრენდია, რომლებიც კარდაშიანების ოჯახის სიყვარულისთვის იბრძვიან, ავტომობილების მწარმოებელი ფერარი, მათ შორის ნამდვილად არ არის.

უფრო მეტიც, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და გავლენიან ოჯახს, ბრენდმა ზოგიერთი მანქანის შეძენა აუკრძალა.

დიახ, კარდაშიანები შეზღუდულები არიან ფერარის მანქანების ყიდვისას.

ნუ გაგიკვირდებათ - ფერარის აქვს უფლება აქვს, ნებისმიერ ადამიანს შეუზღუდოს ავტომანქანის შეძენა, თუნდაც კარდაშიანების ოჯახს. ჯასტინ ბიბერი, 50 ცენტი და ნიკოლას კეიჯი სწორედ ამ სიაში არიან - ფერარი მათ უკრძალავს ზოგიერთი სპეციალური გამოშვების შეძენას.



სიმართლე ის არ არის, რომ ეს ცნობილი სახეები მთლიანად შავ სიაში არიან, მაგრამ მანქანის მწარმოებელს აქვს გარკვეული წესები. თუ მომხმარებელმა ეს წესი დაარღვა, მაშინ ის VIP სიიდან იხსნება, რაც ავტომატურად ნიშნავს შეზღუდვას ავტომობილის შეძენაზე. სწორად მიხვდით, საუბარია სპეციალური გამოშვების მოდელებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი წესია, რომ მომხმარებელს არ შეუძლია ავტომობილის დიზაინში გადაჭარბებული ცვლილებების შეტანა ან მისი გაყიდვა, შეძენიდან 1 წლის განმავლობაში.  

ეს წესი ჯასტინ ბიბერმა დაარღვია მაშინ, როდესაც Ferrari 458 Italia შეიძინა. ყიდვისას, ავტომობილი თეთრი ფერის იყო და თეთრი ფერის დისკები ჰქონდა. მაგრამ მუსიკოსმა, რამდენიმე კვირის შემდეგ მისი იერსახე მთლიანად შეცვალა და საბოლოოდ, 2017 წელს, აუქციონზე გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ კიმ კარდაშიანი არ დაუფიქსირებიათ სახეშეცვლილი ფერარით, მან შესაძლოა სხვა ისეთი რამ გააკეთა, რითიც იტალიური ავტომობილების კომპანია, ძალიან შეწუხდა...

ფერარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ არის მისი მომხმარებელი, ამიტომ ნებისმიერ მყიდველს, ფართო შემოწმების გავლა უწევს. შესაძლოა არ მოგყიდოთ რომელიმე მანქანა, თუ აღმოაჩენენ, რომ თქვენ ფლობთ ლამბორჯინის.



ცნობილია, რომ კარდაშიანების საყვარელი ავტომობილების ბრენდებია: როლს-როისი, მაიბახი და ლამბორჯინი. ფერარისთვის კი ეს საკმარისი მიზეზია, რათა ოჯახს სპეციალური გამოშვების მანქანების ყიდვა შეუზღუდოს.  

ამასთან, კიმ კარდაშიანი აღნიშნავს, რომ მისი ყველა მანქანა ნაცრისფერია. ის არ მალავს, რომ მაიბახის სედანი, ყიდვის შემდეგ გადაღება ნაცრისფრად.

შესაძლოა, ავტომობილის მწარმოებელს არ აქვს იმედი, რომ კიმ კარდაშიანი კარგად მოუვლის ფერარის. შესაძლოა, მიზეზი ისაა, სელებრითმა რამდენჯერმე აღნიშნა, ლამბორჯინი მისი ფავორიტი მანქანაა...

ნებისმიერ შემთხვევაში, კიმ კარდაშიანი მალე ვერ შეიძენს ფერარის სპეციალურ გამოშვებას, რადგან „ფერარი იტოვებს უფლებას, რომ სპეციალურ მოდელებთან დაკავშირებით, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება“.