LIFE
რატომ უშვებენ ჭკვიანი ქალები ყველაზე სულელ შეცდომებს, როდესაც საქმე სიყვარულს ეხება?
- 15.06.2022
ოდესმე მოგიგონებიათ თქვენი წარსული ურთიერთობა და აღშფოთებულხართ: „კი მაგრამ, რა ჯანდაბას ვფიქრობდი?“
თუ გულწრფელად გადაავლებთ თვალს თქვენს წარსულს, დაინახავთ, რომ ხშირად, დამნაშავე თავად იყავით - თქვენ თავიდანვე იცოდით, რომ ეს ბიჭი, იდეალური არჩევანი არ იყო, თქვენ ძალიან განსხვავდებოდით ერთმანეთისგან, მაგრამ ჯიუტად ამბობდით, რომ გიყვარდათ... ამიტომ, ყველა პრობლემის იგნორირება აირჩიეთ....
აქ მთავარი სიტყვაა: ემოციები.
პირველ რიგში, მოდი ვაღიაროთ, რომ ადამიანის მთავარი მამოძრავებელი, ტვინის ემოციური ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს ლოგიკა, როდესაც ჩვენ ემოციურად მიჯაჭვულები ვართ კონკრეტულ სიტუაციას, გადაწყვეტილებას ყოველთვის ჩვენი უშუალო ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სასარგებლოდ ვიღებთ.
და ეს, ცხოვრების ყველა ასპექტზე ვრცელდება: თქვენ წუწუნებთ თქვენს წონაზე, მაგრამ მაინც ჭამთ ნამცხვრის კიდევ ერთ ნაჭერს. თქვენ ამბობთ, რომ არ გაქვთ ამ ფეხსაცმლის ყიდვის ფუფუნება, მაგრამ მაინც იზომავთ და საფულედან საკრედიტო ბარათს იღებთ...
ეს დამოკიდებულება არსად ისე აშკარა არ არის, როგორც ურთიერთობებში: თქვენ წლების განმავლობაში აგრძელებთ იმ ურთიერთობაში ყოფნას, სადაც ბედნიერი არ ხართ. ინტუიცია გეუბნებათ, რომ გაიქცეთ, მაგრამ თქვენ მაინც რჩებით.
რატომ?
იმიტომ, რომ თქვენი ემოციები გმართავთ! არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მწარეა თქვენი რეალობა, მაინც იპოვით ყველა საბაბს, დასაბუთებას და გამართლებას, თუ რატომ უნდა დარჩეთ.
კი მაგრამ, რატომ?
იმიტომ, რომ ემოციურად, დარჩენა გსურთ!ოდესმე შეგიმჩნევიათ, რამდენად ადვილია სხვებისთვის სასიყვარულო რჩევის მიცემა? მაგრამ როდესაც საქმე თქვენს ურთიერთობას ეხება, არ აკეთებთ იმას, რასაც სხვას ურჩევთ. თქვენთვის ადვილია იმის დანახვა, რომ ის ბიჭი, თქვენს მეგობარს არ ექცევა ისე, როგორც იმსახურებს და პრობლემას არ წარმოადგენს დაინახოთ, რა არის ცუდი ამ ურთიერთობაში.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად განათლებული ხართ - თუ არ ისწავლით თქვენი ტვინის ლოგიკური ნაწილიდან აზროვნებას და არ მიიღებთ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რა არის სწორი და საუკეთესო თქვენთვის, ამ ემოციურ ატრაქციონში დაუსრულებელ ტრიალს გააგრძელებთ.
თუ გსურთ გაიგოთ, რომელია საუკეთესო არჩევანი თქვენთვის, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობარიც იგივე სიტუაციაშია. დაფიქრდით, რას ურჩევდით მას? ... და მერე ამ რჩევას მიჰყევით.
დიახ, ეს ასეთი მარტივია.
თემები: რჩევები ქალებს, ქალები