-
შიშის სრული არარსებობა
ეს არის უკიდურესად იშვიათი გენეტიკური აშლილობა. მთელს მსოფლიოში, 500-ზე ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდა შიშის სრული არარსებობისა, ეს დაავადება აზიანებს კანს, სასუნთქ გზებს და ნერვულ სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ ეს „დაავადება“, ერთი შეხედვით, შესაშურად გამოიყურება, რეალურად ამ აშლილობის მქონე ადამიანი დაუცველია ყველა სახის საფრთხის მიმართ.
სამედიცინო ტერმინი: ურბახ-ვიტეს დაავადება
-
უგრძნობლობა ტკივილის მიმართ
მიუხედავად იმისა, რომ ტკივილის გრძნობის არარსებობა მომხიბვლელად ჟღერს, ეს „იღბლიანი დაავადება“ სინამდვილეში ფარული წყევლაა. რადგანაც ჩვენი ორგანიზმი, ტკივილის სახით გვაცნობებს თავის პრობლემებს, ამიტომ, ამ სიგნალების გამოტოვება, ძალიან საშიშია, განსაკუთრებით კი, პატარა ბავშვებისთვის. ეს მდგომარეობა ფაქტობრივად კონკრეტული დეფექტური გენის შედეგია. უცნაური ის არის, რომ პაციენტს მაინც შეუძლია სხეულის ნორმალური კონტაქტის შეგრძნება!
სამედიცინო ტერმინი: თანდაყოლილი ანალგეზია
-
სარკისებური შეხება
ამ მდგომარეობის მქონე ადამიანს, როდესაც ხედავს როგორ ეხება ერთი ადამიანი მეორეს, აქვს შეგრძნება, რომ მას ეხებიან. ეს მდგომარეობა დაკავშირებულია თავის ტვინში არსებულ სტრუქტურულ განსხვავებებთან, რაც იწვევს ვიზუალური და ტაქტილური გრძნობების შერევას.
სამედიცინო ტერმინი: სარკის შეხების სინესთეზია
-
სუპერ მეხსიერება
ამ მდგომარეობის მქონე ადამიანები, ზუსტად იხსენებენ თავიანთი ცხოვრების ყველა დეტალს - ღრმა ბავშვობის მოვლენებსაც კი! ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, მიმდინარე კვლევების მიხედვით, ამ მდგომარეობის საფუძველიც გენეტიკურია. თუ თვლით, რომ ეს შესაშური „დაავადებაა“, გახსოვდეთ, რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ უსიამოვნო მომენტების დავიწყება, ხოლო მუდმივად აქტიური მეხსიერება, ქრონიკული თავის ტკივილსა და უძილობას გამომწვევი მიზეზია...
სამედიცინო ტერმინი: ჰიპერთიმეზია
-
გენიოსების კუნძული
გენიოსის სინდრომი იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც დამახასიათებელია განვითარების დარღვევების მქონე ადამიანებისთვის ან მათთვის, ვინც ტვინის დაზიანება, მარცხენა ნახევარსფეროში მიიღო. ასეთი პაციენტები არაჩვეულებრივ ნიჭს ავლენენ მუსიკაში, ფერწერაში, გამოთვლებში და 3D მოდელების აგებაში.
სამედიცინო ტერმინი: სავანტის სინდრომი
თემები: ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი