LIFE
თუ ხანგრძლივი ქორწინება გსურთ: მეცნიერებმა აღმოაჩინეს 2 ტიპის მეორე ნახევარი, რომელიც ყველა ადამიანს აბედნიერებს!
- 15.06.2022
დაქორწინებული წყვილების აზრით, ბედნიერია თუ არა ქორწინება, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისზე ქორწინდები. დიახ, არც თუ ისე მოულოდნელი პასუხია, მაგრამ, მოდით საკითხს ცოტა მეტად ჩავუღრმავდეთ.
ბედნიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ქორწინების ხანგრძლივობას განაპირობებს. ესეც ლოგიკურია: თუ არ ხარ ბედნიერი, მაშინ რატომ იყო ამ ადამიანთან?
ასევე, ბედნიერი წყვილები უფრო ხშირად ახერხებენ ბედნიერი და ხანგრძლივი ქორწინების შენარჩუნებას. მაშ, რატომ ვსაუბრობთ ამ სრულიად აშკარა ჭეშმარიტებების შესახებ?კარგია, რომ გვკითხე: 2020 წელს, გერმანიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, არსებობს 2 ტიპის ქმარი, რომელიც ყველა ქალს აბედნიერებს.
აი ეს კი, უკვე საინტერესოა!
- ბედნიერი ქორწინება = ემოციური სტაბილურობა
თუ ხანგრძლივი ქორწინება გსურთ, პირველ რიგში, უმჯობესია მოერიდოთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ნევროზული მიდრეკილებები: შფოთვა, ემოციური არასტაბილურობა და დეპრესია.
ჩვენ ვსაუბრობთ ექსტრემალურ შფოთვაზე, რომელიც ყოველთვის სტრესულია, სჭირდება მუდმივი დამშვიდება და ძალიან ხშირად, პროფესიონალების ჩართულობაც.
კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც დაქორწინებულები არიან ნევროზულ ადამიანებზე, ნაკლებად არიან ბედნიერები, ვიდრე ადამიანები, რომლებიც დაქორწინებულნი არიან არანევროზულ პიროვნების ტიპებზე.
და თუ თქვენ პირადად გაქვთ ამ ტენდენციისკენ მიდრეკილება (მაგრამ ვის არ აქვს?), რეკომენდაციაა იმუშავოთ მათ მოგვარებაზე; შეიქმნათ ცხოვრების სტილი, რომელიც თქვენი მენტალური მდგომარეობისთვისაა სასარგებლო და (მოდი, დავივიწყოთ ქორწინება) რომელიც თქვენ გაბედნიერებთ!
-
ბედნიერი ქორწინება = ოჯახური მიზნები
კვლევის მიხედვით, კონკრეტულად ქალები ყველაზე ბედნიერები არიან, როდესაც ქორწინდებიან მამაკაცზე, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ოჯახს.
ასე რომ, როგორც ჩანს, ძველ გამონათქვამს „თუ ცოლი ბედნიერია, მაშინ ცხოვრებაც ბედნიერია“ საჭიროებს დამატებას: „არანევროზული ქმარი, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ოჯახს, აბედნიერებს ცოლს და შესაბამისად, ბედნიერად ცხოვრობს!“
თემები: ქორწილი, ბედნიერი წყვილი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია