LIFE

საუკეთესო სასტუმრო მთაში - „ბაკურიანი ინნ“

საუკეთესო სასტუმრო მთაში - „ბაკურიანი ინნ“

ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად, სეზონის ყველაზე სასიამოვნო პროცესი - დასვენების დაგეგმვა იწყება. თუ ჯერ კიდევ არ იცი სად დაისვენო, ან სად გაატარო სამუშაო კვირის შემდეგ დასვენების დღეები, სასტუმრო & აპარტამენტები „ბაკურიანი ინნ“ საუკეთესო არჩევანია.


ბაკურიანი უკვე დიდი ხანია, მხოლოდ ზამთრის კურორტად აღარ ითვლება, მას ზაფხულშიც უამრავი ადამიანი სტუმრობს, რადგან უნიკალურ მიკროკლიმატს, რომელიც ამ ულამაზეს დაბას დამატებით ღირებულებას სძენს, ქმნის წიწვოვანი ტყე, რომელიც ყვავილობას გვიან გაზაფხულზე იწყებს. ფიჭვის და ნაძვების ყვავილობის დროს, ბაკურიანის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს.
ბაკურიანში მდებარე არაერთი სასტუმროდან ნამდვილად გამორჩეულია Bakuriani Inn Hotel & Apartments , სადაც ყველაზე კომფორტული ატმოსფერო და მეგობ  რული გარემო დაგხვდებათ. კომპლექსი "ბაკურიანი ინნ" 5 ვარსკვლავიან სასტუმროსა და 200 აპარტამენტს აერთიანებს. აქ ყველაფერია მშვიდი და მრავალფეროვანი დასვენებისათვის - კომფორტული ნომრები, ადგილობრივი და ევროპული სამზარეულო, სპა ცენტრი - აუზი, ჯაკუზი, ფინური საუნა, ფიტნეს დარბაზი, ვერანდა გასარუჯად, საბავშვო სივრცე (ეზოში), კომფორტული საერთო სივრცეები, ბარ-რესტორანი, ტერასა, საუცხოო ხედები და სუფთა ჰაერი. აღსანიშნავია ასევე, რომ სამჯერადი კვებით სარგებლობა სასტუმროსა და აპარტამენტების ნებისმიერ სტუმარს შეუძლია, მრავალფეროვანი მენიუ და უგემრიელესი კერძები ნამდვილად შეგიქმნით დამატებით კომფორტს დასვენების პერიოდში.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ კერძები ადგილობრივი ფერმერების მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით მზადდება.




სასტუმროს უმთავრეს ღირებულებას წიწვოვანი ხეებით სავსე უზარმაზარი ეზო წარმოადგენს, სადაც ნებისმიერი ტიპის ადამიანი შეძლებს სიმშვიდითა და ჰარმონიით ისიამოვნოს. ჩიტების ჭიკჭიკი, მთის საოცარი ჰაერი, სიმწვანე და სილამაზე ნამდვილად გახდის თქვენს ზაფხულს დაუვიწყარს.