სილამაზე

ბრაზილიელი ქალების სილამაზის 3 საიდუმლო, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა

ბრაზილიელი ქალების სილამაზის 3 საიდუმლო, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა

ბრაზილიელი ქალები განთქმულნი არიან სილამაზით. მათ უყვართ რბილი, ჯანსაღი თმა, ზრუნავენ ფრჩხილებზე და რაც მთავარია - სჯერათ ბუნებრივი სილამაზი. ისინი არ იყენებენ მაკიაჟს და არ იტარებენ ძვირადღირებულ პროცედურებს, თუმცა მათ აქვთ სილამაზის საიდუმლოებები, რომლებიც თაობიდან თაობებს გადაეცემა.

 
  1. გამოიყენეთ ქოქოსის წყალი
     


ცნობილია, რომ ქოქოსის წყალი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. მისი მიღება კი, ანათებს და ატენიანებს კანს. თუ თქვენ გაქვთ მშრალი კანი ან აკნე, ამ შემთხვევაში, მისი პირდაპირ კანზე გამოყენება, შესანიშნავი იდეაა. თუმცა სასწაული შედეგების სანახავად, მისი დალევაც კი საკმარისია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქოქოსის წყლის მიღება, ეფექტურად ამცირებს ნაოჭებს, ატენიანებს კანს კანსა და თმას. თუმცა ბრაზილიელმა ქალებმა, ასევე, კარგად იციან, რომ ქოქოსის წყალი ბუნებრივი სახით, შაქრისა და კონსერვანტების გარეშე უნდა მიიღონ.

ყველამ ვიცით, რომ ქოქოსის წყალი, შინაგანად აუმჯობესებს კანს. ასევე, ის ძალიან გემრიელია და ამიტომ, საკუთარი თავის განებივრების საუკეთესო გზაა!“ - ადრიანა ლიმა
  1. შეიზილეთ ქვიშა კანზე


ფორების დაბინძურებისა და აკნეს თავიდან ასაცილებლად, კანის აქერცვლა მნიშვნელოვანი პროცედურაა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი ქვიშა, როგორც ბუნებრივი საშუალება, რათა სხეულიდან ყველა მკვდარი უჯრედი მოშოროთ.  

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ქვიშა უხეში ექსფოლიანტია და ამიტომ, ზედმეტი ხეხვის გარეშე, ნაზად შეიზილეთ კანზე. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, მოერიდეთ ამ ბუნებრივი საშუალების სახეზე გამოყენებას.
  1. წაისვით ზღვის წყალი თმასა და კანზე


თუ არ გიყვართ თმის მოვლის თერმული საშუალებები - სახვევები და მაშები, მაშინ, მარიალიანი წყალი საუკეთესო საშუალებაა.  ის შეიცვას მარილის კრისტალებს, რომლებიც თქვენს თმას, პლაჟის ტალღოვან იერს ანიჭებენ.

ასევე, მარილიანი წყალი სასარგებლოა კანისთვისაც - ის ამცირებს ალერგიულ რეაქციებს და სიღმისეულად ასუფთავებს მის ფორებს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ბრაზილიელი მოდელები უნაკლოდ გამოიყურებიან!