LIFE

ცხოვრების 19 ჭეშმარიტება, რომელიც დღესვე უნდა გაიაზროთ!

ცხოვრების 19 ჭეშმარიტება, რომელიც დღესვე უნდა გაიაზროთ!

 

  1. ცხოვრება პერსპექტივაა. ასე რომ, თუ არ მოგწონთ თქვენი ცხოვრება, გამოცვალეთ სათვალე, რომლითაც იყურებით.
     

  2. დააფასეთ „ახლა“. იფიქრეთ მომავალზე, მაგრამ იცოდეთ, რომ აწმყო არის ერთადერთი რეალობა.
     

  3. ბედნიერება არ არის მუდმივი განცდა. მაგრამ ეს არის მუდმივი კარგად ყოფნის განცდა.
     

  4. დაუცველობა არ ნიშნავს სისუსტეს. პირიქით, დაუცველობა არის ადამიანობის განუყოფელი ნაწილი და ცხოვრების არასრულყოფილების მიღება - ეს კი, უდიდესი ძალაა.
     

  5. იყავით ბედნიერი აქ და ახლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა გქონდეთ ცხოვრებაში, ვერასდროს იქნებით ბედნიერი.
     

  6. ნუ შეხედავთ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად. არცერთი ჩვენგანი არ ცხოვრებს მარადიულად. 
     

  7. იცხოვრეთ თქვენი საკუთარი ცხოვრებით. არა სხვისი შეფასებებით.
     

  8. ისიამოვნეთ წვრილმანებით. საბოლოოდ, დღის მხოლოდ რამდენიმე წუთია მნიშვნელოვანი.
     

  9. დაივიწყეთ კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ცხოვრება იქნება მუდმივი და აკვიატებული მოთხოვნილება, რომ იყოთ იქ, სადაც არ ხართ.
     

  10. სადაც სინათლეა, იქ სიბნელეცაა. მაგრამ სიბნელე გეხმარებათ დააფასოთ მზის სხივები.
     

  11. ყველაფერის აქვს მიზანი. მაშინაც კი, თუ ამას ვერ ხედავთ.
     

  12. აირჩიეთ ხარისხი და არა რაოდენობა. იქნება ეს მეგობრები, თუ თქვენი ცხოვრებისეული მიზნები.
     

  13. ყოველთვის აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ქმედებებზე. დაიმახსოვრეთ, დღის ბოლოს, თქვენ ხართ ის, ვინც გადაწყვეტილება მიიღო.  
     

  14. ქმედება უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები. მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობთ, მთავარია, რას აკეთებთ.
     

  15. გაერთეთ, მაგრამ ასევე იმუშავეთ. ცხოვრება არის ყველაფერი ბალანსის შესახებ.
     

  16. შეანელეთ. დააფასეთ ის, რაც თქვენს წინაშეა, რადგან ეს ყველაფერი, შესაძლოა ერთ წამში გაქრეს.
     

  17. იყავით ნამდვილი, არა ლამაზი. ერთადერთი მშვენიერება, ეს გულწრფელობაა.
     

  18. დალიეთ თქვენი საყვარელი ყავა. მაშინაც კი, თუ ის ძვირია.
     

  19. არ არის აუცილებელი გაარკვიოთ რა არის თქვენი ცხოვრების არსი. სინამდვილეში, ამას არავინ აკეთებს...