სტილი
ფუმფულა ტუჩების საიდუმლო: TikTok-ის მარტივი ტრენდი, რომელიც ყველა ტუჩსაცხს დაგავიწყებთ
- 23.07.2022
დაივიწყეთ თქვენი ფავორიტი ტუჩსაცხი ან თუნდაც ფილერი - ჩვენ გთავაზობთ TikTok-ის მთავარ ტრენდს, რომელიც ტუჩების გადიდებაში დაგეხმარებათ.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა Gym Lips:
Gym Lips ითარგმნება როგორც სავარჯიშო დარბაზის ტუჩები. დიახ, მაკიაჟის ეს ტრენდი ისეთი მარტივი და ბუნებრივია, რომ შეგიძლიათ სავარჯიშო დარბაზშიც კი, წაისვათ.
ეს ტრენდი სწრაფად ვრცელდება მთელს მსოფლიოში - ჰეშთეგს 7 მილიონზე მეტი ნახვა. პოპულარობის საიდუმლო ისაა, რომ მართლა ძალიან ეფექტურია. ამ ტექნიკის გამოყენებით, ყოველგვარი ინექციების გარეშე, შესაძლებელია ტუჩების გადიდება და გაფუმფულება!
- ამ მაკიაჟის გასაკეთებლად, საჭიროა მხოლოდ 2 პროდუქტი: თქვენი ტუჩის ფერის შესაბამისი ტუჩის კონტური და დამატენიანებელი ბალზამი.
- პირველ რიგში, სუფთა ტუჩზე წაისვით კონტური - სასურველია, რომ კიდეებს სულ ცოტათი, სულ ოდნავ გადაცდეთ. შემდეგ კი, გადაისვით დამატენიანებელი ბალზამი მთელს ტუჩზე!
უმტკივნეულო და ეფექტური Gym Lips სწორედ ისაა, რაც ნებისმიერ ქალს ძალიან უხდება.
თემები: ტრენდი, ელეგანტურობა