ჯანმრთელობა

მეცნიერულად დადასტურებულია: ყოველდღიური ზღვის აბაზანა ისეთივე ეფექტურია, როგორც ანტიდეპრესანტი

მეცნიერულად დადასტურებულია: ყოველდღიური ზღვის აბაზანა ისეთივე ეფექტურია, როგორც ანტიდეპრესანტი

რატომ გვიყვარს ზღვა ასე ძალიან? როგორც აღმოჩნდა, ზღვაში ყოველდღიური ბანაობა ეფექტური ანტიდეპრესანტია. თვეების განმავლობაში მონიტორთან გაუნძრევლად ჯდომის შემდეგ, შვებულება იდეალური დროა წყლის, მიწის, ქვების, კლდისა და ქვიშის ძალასთან დასაკავშირებლად.

უახლესი სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ ზოგადად, მინერალების რეგულარული მიღება, ისეთივე ეფექტურია, როგორც ანტიდეპრესანტი ან სხვა დამამშვიდებელი საშუალება.

კვლევის შედეგების მიხედვით, იმ ადამიანების 78%, ვინც ყოველდღიურად ბანაობს ზღვაში, ამბობს, რომ ცურვა კარგ გუნებაზე აყენებს; 56% მიიჩნევს, რომ ეს ენერგიით ავსებს, ხოლო 44% ამტკიცებს, რომ ზღვა ამშვიდებს.

"სანაპიროს ქვიშა შედგება სილიციუმის და ჟანგბადისგან. შესაბამისად, „ქვიშის აბაზანების მიღება“ არის საუკეთესო ენერგეტიკული და გამაჯანსაღებელი პროცედურა. წყალთან, დედამიწასთან და ცასთან კონტაქტით, გრძნობები იღვიძებენ. ზღვის ელემენტებით გაჯერებული სხეულის თითოეული უჯრედი ანათებს!“

ჩვენმა ურბანულმა ცხოვრების წესმა, შეასუსტა კავშირი ბუნებასა და ადამიანს შორის. სიმბოლურად კი, ადამიანი წყლისა და მიწის ნაზავია. ჩვენ სხეულში არსებობს ყველა ის ელემენტი, რაც ბუნებაშია, ამიტომ აუცილებელია მინერალებთან ფიზიკური კომუნიკაცია.

ხმელეთთან, ზღვასთან ხელახლა დაკავშირება რემინერალიზაციის, ჰარმონიზაციის, რეგენერაციის წინაპირობაა.

„როდესაც ადამიანი ფეხშიშველი დადის ქვიშაზე, პირდაპირ წყალის პირთან, მისი სიხშირე მცირდება და უახლოვდება დედამიწის უკიდურესად დაბალ მაგნიტურ ველს (7.83 ჰც), რომელსაც ასევე უწოდებენ შუმანის რეზონანსს. კონკრეტულად, ამ დროს ტვინი გადადის ალფა ტალღებში, იგივე ინტენსიური დასვენების მომენტში, შედეგად კი ადამიანი თავს მოდუნებულად, დამშვიდებულად და შემოქმედებითად გრძნობს“.

თუ ვერ ახერხებთ ზღვაზე წასვლას ან ქალაქიდან გასვლას, გული არ გაიტეხოთ: ზღვის მარილით, სხვადასხვა ეთერზეთებით, მინერალებითა თუ ბუნებრივი ინგრედიენტებით გამდიდრებული აბაზანები ან სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები, შესანიშნავი ალტერნატივა იქნება!