LIFE
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წყვილები, რომლებსაც ერთმანეთი ნამდვილად უყვართ, წონაში იმატებენ
- 16.08.2022
დაქორწინებული წყვილები/ ხანგრძლივი ურთიერთობა
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სადაც მონაწილეობა 8000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, დაასკვნეს, რომ ქორწინების პირველ 5-6 წელში, ქალი საშუალოდ 10 კილოგრამს იმატებს.
ქალები, რომლებიც ქორწინების გარეშე ცხოვრობენ პარტნიორებთან, იმატებენ დაახლოებით 8 კილოგრამს. ხოლო ქალები, რომლებიც არიან ურთიერთობაში, მაგრამ არ ცხოვრობენ პარტნიორთან, იმატებენ მხოლოდ 5 კილოგრამს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მამაკაცები, ურთიერთობის დაწყებიდან მალევე იმატებენ წონაში - თანაცხოვრების პირველ ორ წელში, კაცები იმატებენ დაახლოებით 12 კილოგრამს - ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ის მამაკცები, რომლებიც არ ცხოვრობენ პარტნიორებთან.
კვლევის მიხედვით დაასკვნეს, რომ არსებობს ძლიერი კავშირი რომანტიკულ ურთიერთობებსა და სიმსუქნეს შორის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წონის მატება აშკარაა გრძელვადიან რომანტიკულ ურთიერთობებში, მნიშვნელოვნად მცირდება იმ წყვილებში, ვინც უარს ამბობენ მოწევაზე, ალკოჰოლის მიღებაზე და ერთად მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ახალდაქორწინებულები
დამატებითი კვლევა ჩაატარა ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა, რათა გამოეკვლია, ახალდაქორწინებულების შემთხვევაში, წონაში მატება უკავშირდებოდა თუ არა ბედნიერების შეგრძნებას.კვლევაში მონაწილეობა მიიღეს წყვილებმა, რომლებიც უკვე 4 წელია დაქორწინებულები არიან. მეცნიერებმა გამოიკვლიეს მათი ემოციური ჯანმრთელობა და სტრესის დონე. აღმოჩნდა, რომ წყვილები, რომლებიც ბედნიერად არიან დაქორწინებულები, ორჯერ უფრო ხშირად იმატებენ წონაში, ვიდრე წყვილები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ქორწინება იდეალური არ არის.
კვლევის დასკვნის მიხედვით, ბედნიერი წყვილები უფრო მეტ წონას იმატებენ, რადგან მათ არ აქვთ სხვა პარტნიორის მოზიდვის საჭიროება და ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ ისე, როგორც არიან. მაშინ როცა წყვილები, რომლებიც ურთიერთობაში თავს უბედურად გრძნობენ, სტრესის გამო ვერ იმატებენ წონაში.
წონის მატება გადამდებია
New England Journal of Medicine-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წონის მატება გადამდებია ბედნიერი ქორწინების შემთხვევაში. თუ ერთი პარტნიორი იმატებს წონაში, მეორე პარტნიორს აქვს 37%-იანი შანსი, რომ მოიმატებს. ეს იმიტომ, რომ ისინი იმეორებენ ერთმანეთის ჩვევებს, რადგან დიდ დროს ატარებენ ერთად.მაშინ როცა წყვილები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან ამ ურთიერთობით, თავს არიდებენ ერთად დროის გატარებას, ამიტომ უფრო რთული ხდება ერთმანეთის კვებითი ჩვევების ადაპტაცია.
თემები: წყვილი, ბედნიერი წყვილი