LIFE

3 შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს დღესვე უნდა დაუსვათ

3 შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს დღესვე უნდა დაუსვათ

კითხვები ძლიერი ინსტრუმენტია. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ პრობლემის იდენტიფიცირებაში და გამოსავლის პოვნაში. მაგრამ თქვენ უნდა იპოვოთ სწორი შეკითხვა, ათა საჭირო დროს დასვათ.

 
  1. თუ რაღაც მოულოდნელი ხდება, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას გასწავლით ეს სიტუაცია

პირველი ნაბიჯი, რომელიც მოულოდნელ, სტრესულ სიტუაციაში დაგეხმარებათ, არის იმის გაანალიზება, თუ რისი სწავლა შეგიძლიათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჰკითხოთ საკუთარ თავს:
  • ამ სიტუაციით, რა მინიშნებას მაძლევს სამყარო? რა გაკვეთილის სწავლა შეიძლია აქედან?


ყველაფერი შეიძლება გახდეს სწავლისა და გაუმჯობესების საშუალება, მაგრამ მნიშვნელოვანია თავად აღმოაჩინოთ, რა არის ის.  
 
  1. რისკიანი გადაწყვეტილების მიღებისას ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს?

რისკიან გადაწყვეტილებები კომფორტის ზონის დატოვების და პიროვნული ზრდის წინაპირობაა. მაგრამ ყოველთვის ადვილი არ არის საკუთარ თავს გარისკოს უფლება მივცეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჰკითხოთ საკუთარ თავს:
  • რა არის ყველაზე ცუდი შესაძლო შედეგი? რა შეიძლება დავკარგო? რა დევს სასწორზე?

ძალიან მნიშვნელოვანია მუდამ გახსოვდეთ, რომ ხშირად, ყველაზე უარესი შედეგი, რაც რისკიანი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიძლება დადგეს, არის უარყოფითი პასუხის მიღება ან დროის დაკარგვა. 
  1. როცა თავს უკმაყოფილოდ გრძნობ, ჰკითხე საკუთარ თავს, რა არის საუკეთესო რამ, თქვენს ცხოვრებაში?

ზოგჯერ, ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ თითქოს ის, რაც მივაღწიეთ, საკმარისი არ არის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია გაიხსენოთ, რომ თქვენი ცხოვრება, პოზიტიური მოვლენებითაა სავსე:
  • რა არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი? მოგონება? როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი?

ძალიან ადვილია, რომ ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენები გარანტირებულად მიიღოთ. ამიტომ, მენტალური ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია მათი გახსენება და მადლიერების გამოხატვა.  

ასე რომ, დაე, ეს კითხვა იყოს ხშირი თანამგზავრი ნებისმიერ დროს, როდესაც ფიქრობთ, რომ ბედნიერი არ ხართ!