თუ მამაკაცი სახეზე გეხება, ეს ნიშნავს, რომ მას შენთან დაახლოება სურს. თუ ფიქრობ, რომ სახეზე შეხება არაა იმდენად სექსუალური, რამდენადაც მკერდზე, ან საჯდომზე შეხება, მაშინ ძალიან ცდები. მთავარი, რაც მამაკაცს აინტერესებს, შენი სახის დამალული დეტალებია - მას უნდა, რომ შენი ყველა მიმიკა, შენი ყველა ფიქრი გაიგოს.
თმა
როგორც კი მამაკაცი თმაზე პირველად შეგეხება, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ მას შენს მიმართ რომანტიკული გრძნობები გაუჩნდა.
ხელები
ხელებზე შეხება იგივეა, რაც იმის თქმა, რომ მას მოსწონხარ. მართალია ეს ჩუმი ნათქვამია, მაგრამ ესაა პირველი ნაბიჯი, რომელსაც მამაკაცი შენკენ დგამს.
ფეხები
სხეულის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, ფეხები სხეულის განსაკუთრებით დელიკატური ნაწილია. დიახ, არც ერთი კაცი, რომელიც შენზე არ გიჟდება, არ შეგეხება ფეხებზე. ხოლო თუ გეხება, მაშინ...
ზურგი
თუ მამაკაცი ზურგზე ხელით გეხება, ეს ნიშნავს, რომ მას სურს, მის გვერდით, უსაფრთხოდ იყო. ეს ჟესტი გეუბნება, რომ ის შენს უკან დგას და შეგიძლია მისი იმედი ყველა სიტუაციაში გქონდეს.
მხრები
თუ ფიქრობ, რომ მხრები არ არის ქალის სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაშინ ძალიან ცდები. ეს შეხება არ შეიძლება არ იყოს სენსუალური, მაგრამ უთუოდ ემოციურია - ესაა კაცი, რომელსაც შეგიძლია მხარი მიაყრდნო და მიენდო. შეხება.
თეძოები
ეს აღარ არის ფლირტი ან თამაში. ეს არის მომენტი, როდესაც ყველა ნიღაბი ეცემა და თქვენ ორნი, სიყვარულში თავით ეშვებით. თუ ის თეძოებზე გეხება, ეს ნიშნავს, რომ მისი ცხოვრების მთავარი ქალი ხარ, ეს ნიშნავს, რომ შენს გვერდით ყოფნა სურს, თანაც სამუდამოდ. დიდი ალბათობაა, რომ ეს სწორედ შენი ოცნების მამაკაცია!