მშობლები
7 ცნობილი მამა, რომლებმაც სახელი, გარეგნობა და ნიჭი, შვილებს მემკვიდრეობით გადასცეს
- 30.08.2022
#1 დენზელ ვაშინგტონი და ჯონ დევიდ ვაშინგტონი
დენზელ ვაშინგტონი, უზადოდ სიმეტრიული სახისა და მომხიბლავი თვალების წყალობით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად ითვლება. მისი გარეგნობა კი, მემკვიდრეობით მის ვაჟს ერგო. გაიცანით ჯონ დევიდ ვაშინგტონი - გამორჩეული ვიზუალის მამაკაცი!
#2 კლინტ ისტვუდი და სკოტ ისტვუდი
კლინტ ისტვუდი, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი სახელია. მისი ვაჟი სკოტი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ჰგავს მამას, მამამისის კარიერულ გზასვე დაადგა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფილმები, ამ დროისთვის არ არის დიდად პოპულარული, ეჭვგარეშეა, რომ ახალგაზრდა ისტვუდს, წარმატების დიდი შანსი აქვს.
#3 დენიელ დეი-ლუისი და გაბრიელ-კეინ დეი-ლუისი
სერ დენიელ დეი-ლუისი სხვა მსახიობებისგან იმით განსხვავდება, რომ მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, მან სამი ოსკარის ჯილდო აიღო. მართალია მისი შვილი, ფიზიკურად ძალიან ჰგავს მამას, მაგრამ მან მუსიკალური კარიერა აირჩია.
#4 შონ პენი და ჰოპერ პენი
შონ პენმა სახელი ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაითქვა და დიდ წარმატებას მიაღწია.
მსახიობის ვაჟი, ჰოპერი, ასევე მსახიობის რთულ გზას ადგას, თუმცა მას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუკი სურს, რომ მამამისის წარმატებას მიაღწიოს.
#5 ჯეკ ნიკოლსონი და რეი ნიკოლსონი
გარდა უჩვეულო ფიზიკური მსგავსებისა, ახალგაზრდა რეი ნიკოლსონიც კინოინდუსტრიაშია. ის მსახიობი და რეჟისორია.
#6 დევიდ ბექჰემი და ბრუკლინ ბექჰემი
ეს ბრიტანელები, ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მამა-შვილია. მართალია, რომ დევიდ ბექჰემი პირველ რიგში ფეხბურთელი და შემდეგ მოდელია, მაგრამ აღსანიშნავია მისი სამოდელო კარიერის წარმატებაც. ბრუკლინ ბექჰემმაც მამის მსგავსად, მოდელობა გადაწყვიტა.
#7 ჯონ ლენონი და შონ ლენონი
ჯონ ლენონი არის სახელი და გვარი, რომელიც ყველა ადამიანს სმენია. შონს, მის შვილს, არა მხოლოდ მამის გარეგნობა, არამედ მისი მუსიკალური ნიჭიც მემკვიდრეობით ერგო. მისი მუსიკალური დებიუტი იოკოს ალბომში შედგა, როდესაც ის მხოლოდ ცხრა წლის იყო.
თემები: მშობლები და შვილები, ცნობილი ადამიანები