LIFE

მხოლოდ ქალებისთვის: ხართ თუ არა მისი მომავალი ცოლი?

მხოლოდ ქალებისთვის: ხართ თუ არა მისი მომავალი ცოლი?

 

  • როდესაც მამაკაცი საყვარელ ქალს მომავალ მეუღლედ განიხილავს, მაშინ, მისი აზრი, კაცისთვის ყველაფერს ნიშნავს. დააკვირდით, რამდენად ხშირად გეკითხებათ აზრს? რამდენად ითვალისწინებთ თქვენს შეხედულებებს? პასუხი, სწორედ აქ იმალება.
 
  • თუ საყვარელმა მამაკაცმა თქვენი ცხოვრების ყველაზე ცუდ ეტაპზე უკვე გიხილათ - მან იცის, რა დონეზე შეგიძლიათ გაბრაზება, რისი კეთება გეზიზღებათ ყველაზე მეტად ან როგორია თქვენი ცუდი ხასიათი, მაგრამ ის მაინც თქვენს გვერდითაა, ეს საკმაოდ ნათელი ნიშანია იმისა, რომ თქვენ მისი მომავალი ცოლი ხართ.
 
  • ურთიერთობაში, რომელიც ქორწინებისკენ მიდის, პარტნიორი აუცილებლად ნათლად მიგანიშნებთ, რომ მისი ცხოვრება, თქვენთან ერთად უკეთესია.
 
  • ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინიშნება იმისა, რომ მამაკაცი თქვენს ცოლად მოყვანას აპირებს, არის ის, რომ ის ყოველთვის თქვენთან ერთად განიხილავს მომავალს.  
 
  • მამაკაცი, რომელიც თქვენს ცოლად მოყვანას გეგმავს, აუცილებლად გაგაცნობთ ცხოვრებაში მიმდინარე ყველა მოვლენას და გესაუბრებათ წარსულის შესახებ - არა იმიტომ, რომ ფიქრობს, ეს აუცილებელია, არამედ იმიტომ, რომ მას ეს ნამდვილად სურს.
 
  • ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გარემო - თუ მისი მეგობრების უმეტესობა ბედნიერადაა დაქორწინებული, ბუნებრივია, რომ მასაც სურს ლამაზი ოჯახი.