LIFE

მხოლოდ ქალებისთვის: ის, რასაც მამაკაცები, ქალებს არ ეუბნებიან

მხოლოდ ქალებისთვის: ის, რასაც მამაკაცები, ქალებს არ ეუბნებიან

 

  • ჩვენ გულწრფელად განვიცდით, როდესაც ურთიერთობას არასწორ მამაკაცებთან იწყებთ. მათთან, ვინც თქვენს გვერდით ყოფნას, ნამდვილად არ იმსახურებენ.
 
  • ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვადარდებს, თუ დაგვიანებით პასუხობთ ჩვენს მესიჯებს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ძალიან გვწყინს. მაშინაც კი, თუ თქვენი მიზეზი სიმართლეა.
 
  • ჩვენ არ გვიყვარს, როცა საკუთარ თავს მახინჯს ეძახით, ან სხეულის რომელიმე ნაწილი არ მოგწონთ. უფრო მეტიც, ამ დროს, საკუთარს თავს ვადანაშაულებთ, რადგან ვერ გარწმუნებთ, თუ რამდენად ლამაზები ხართ.
 
  • თუ ჩვენს საყვარელ მუსიკას გიზიარებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენთან დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ.  
 
  • ჩვენ მოგვწონს, როდესაც ნამდვილად გვისმენთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენს ემოციებსა და გრძნობებზე გესაუბრებით.
 
  • ჩვენ ნამდვილად გვაქვს პრობლემები ცხოვრებაში, მაგრამ ამას მხოლოდ ჩვენს უახლოეს ადამიანებს ვუზიარებთ. ამიტომ, ნუ გაბრაზდებით, თუკი ურთიერთობის საწყის ეტაპზე, თქვენ არაფერი გეცოდინებათ ჩვენი პრობლემების შესახებ.
 
  • ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან გვიყვარს, როდესაც ფემინურად გამოიყურებით - კლასიკური სამოსითა და მაკიაჟით.
 
  • სინამდვილეში, ჩვენც ისევე ვნერვიულობთ პაემნის წინ, როგორც თქვენ. უფრო მეტიც, ჩვენც საათობით ვემზადებით თქვენთან შესახვედრად.