LIFE
ვარსკვლავები, რომლებმაც მარტოხელა ცხოვრება აირჩიეს და ამას არ ნანობენ
- 05.10.2022
მართალია სიყვარული, მწერლების, მუსიკოსების, რეჟისორებისა და ზოგადად, ადამიანების მთავარი თემაა, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომელთათვისაც რომანტიკული ურთიერთობები, პრიორიტეტი არ არის. ასეთ ადამიანებს, ვარსკვლავებს შორისაც ხშირად შევხვდებით.
- ემილია კლარკი
„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, ემილია კლარკი, ყოველთვის პასუხობს კითხვებს პირადი ცხოვრების შესახებ. ის თამამად ამბობს, რომ ტრაგედია არ არის, თუ ქალი მარტოობას ირჩევს.
ემილია ამბობს, რომ მართალია სხვებზე ზრუნვა მისი ხასიათის ნაწილია, თუმცა ამაში აუცილებლად კაცი ან ბავშვი არ იგულისხმება. მისი აზრით, ყველა ქალმა უნდა ისწავლოს საკუთარ თავზე ზრუნვა და საკუთარი თავის სიყვარული.
- ტერი ჰეჩერი
მსახიობი ტერი ჰეტჩერი ამბობს, რომ განქორწინების შემდეგ მისი ცხოვრება უკეთესი გახდა. სასოწარკვეთილი დიასახლისი ფიქრობს, რომ როცა ადამიანი საკუთარი თავისთვის ცხოვრობს, მას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. ზოგი მოგზაურობას, ზოგი კი, ახალ პროფესიის დაუფლებას იწყებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანებს სიამაყის განცდა უჩნდებათ - ისინი ამაყობენ საკუთარი მიღწევებით და არ ნერვიულობენ, თუ რას ფიქრობენ მათი პარტნიორები.
- დრიუ ბერიმორი
დრიუ ბერიმორი თამამად აღნიშნავს, რომ მისი რომანების დრო დასრულდა. ბოლო წლებში, მსახიობი მთელ თავს დროს მუშაობას უთმობს და რამდენიმე ბიზნესს მართავს. მას სამომავლოდ კიდევ მრავალი გეგმა აქვს. მსახიობი ამბობს, რომ ახლა, მისი პრიორიტეტი, შვილებთან ყოფნაა.
- შარლიზ ტერონი
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალი, შარლიზ ტერონი, მარტოხელაა. ის მთელ თავისუფალ დროს შვილებთან ატარებს. მსახიობს იმდენად მოსწონს ამჟამინდელი ცხოვრება, რომ მის შეცვლას არ აპირებს.
ასევე, ის ამბობს, რომ დაქორწინება არასდროს ყოფილა მისი ოცნება. წლების განმავლობაში კი მიხვდა, რომ მას სულაც არ მოსწონს იდეა, იცხოვროს ვინმესთან ერთად.
- ალ პაჩინო
ალ პაჩინოს მრავალი რომანი ჰქონია ჰოლივუდის ვარსკვლავებთან, მაგრამ არცერთ მათგანზე არ დაქორწინებულა. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქორწინება თავიდან აეცილებინა. როდესაც დაიან კიტონმა, რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ქორწინებაზე დაიწყო საუბარი, ეს ურთიერთობა მაშინვე დამთავრდა.
- დაიან კიტონი
ერთ-ერთ ინტერვიუში დაიან კიტონმა თქვა, რომ 30 წელზე მეტია პაემანზე არ ყოფილა. მისი რომანტიკული ცხოვრება დასრულებულია, მაგრამ ის ბედნიერია: ჰყავს 2 შვილი, ძაღლი და აქვს საყვარელი საქმე.
- ელიზაბეტ მოსი
„მხევლის წიგნის“ ვარსკვლავი, ელიზაბეტ მოსი ამბობს, რომ თავისუფლებით არის შეპყრობილი და მას არ სურს მისი დაკარგვა. მიზეზი კი ისაა, რომ მსახიობი 2009 წლიდან 2011 წლამდე დაქორწინებული იყო და მისი თქმით, ეს ურთიერთობა ძალიან ტრავმატული გამოდგა.
- კრისტინ დევისი
როდესაც კრისტინ დევისი 20 წლის იყო, მიხვდა, რომ არ უნდა დაქორწინება. როდესაც მის გარშემო ყველა დაოჯახდა, ის მუშაობას აგრძელებდა. წლების შემდეგ, მისი დამოკიდებულება ქორწინებისადმი არ შეცვლილა. უფრო მეტიც, მან შეგნებულად აირჩია მარტოხელა დედის როლი.
თემები:
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია