თუ ქორწინებაში პრობლემები გაქვთ - 9 დღე, რომელიც თქვენს ურთიერთობას შეცვლის
- 08.10.2022
დღე 1: წადით პაემანზე
ბევრი წყვილი, რომლებსაც პრობლემური ქორწინება აქვთ, არ უჩივიან მრავალფეროვან გაუგებრობებსა თუ კონფლიქტებს. უფრო ხშირად, მათ აქვთ სტიმულირებისა და კავშირის ნაკლებობა.
შესთავაზეთ თქვენს მეუღლეს პაემანზე წასვლა - იქნება ეს სამეზობლოში გასეირნება თუ ვახშამი საყვარელ რესტორნაში. რაც არ უნდა იყოს თქვენი არჩევანი, პაემანზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა პირსპირ, ერთად გაატაროთ სასიამოვნო დრო.
დღე 2: იფლირტავეთ
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ფლირტი ნამდვილად დაგეხმარებათ თქვენი ქორწინების გაუმჯობესებაში. მას შემდეგ, რაც წყვილის ურთიერთობა სტაბილური და კომფორტული ხდება, მათი უმრავლესობა ფლირტს წყვეტს. მაგრამ სინამდვილეში, ეს მუხტი, სასიცოცხლოდ აუცილებელია.
გაუგზავნეთ თქვენს მეუღლეს შეტყობინება, რომელიც სავსე იქნება მსუბუქი ფლირტით. დაელოდეთ მის რეაქციას და მიხვდებით, რომ ფლირტი, ყველაფერს აუმჯობესებს.
დღე 3: შეადგინეთ სია
დაუბრუნდით წარსულში და გაიხსენეთ, რატომ მიგიზიდათ ამ ადამიანმა. დაჯექით და ჩამოწერეთ მიზეზები, რატომ გახდა ის თქვენი საყვარელი ადამიანი, რატომ აირჩიეთ ის?
გახსოვდეთ, რომ თქვენ იგივე ადამიანზე ხართ დაქორწინებული.
დღე 4: გააოცეთ
ერთი რამ, რაც ქორწინებების უმეტესობას აქვს საერთო, ესაა აღფრთოვანების ნაკლებობა. ამიტომ, გააოცეთ, აღაფრთოვანეთ თქვენი მეორე ნახევარი - აჩუქეთ ყვავილები, პატარა საჩუქრები, შუაღამისას შესთავაზეთ ქალაქში გასეინრება და ა.შ.
რაც არ უნდა აირჩიოთ, დარწმუნდით, რომ ეს, ბოლო მომენტამდე საიდუმლო იქნება!
დღე 5: აკოცეთ
მოულოდნელად ჩაეხუტეთ თქვენს მეუღლეს - მაშინ, როცა ის ამას არ ელოდება, როდესაც ჭურჭელს რეცხავს, ან სამსახურიდან დაღლილი დივანზე ნებივრობს. ჩაეხუტეთ და ძალიან მაგრად აკოცეთ. აჩვენეთ, როგორ გიყვართ ის, მაშინაც კი, თუ იმ მომენტში, სიყვარულის განწყობა არ არსებობს.
სექსის ნაკლებობა შეიძლება არ იყოს ბევრი წყვილის პრობლემა, მაგრამ ფიზიკური სიყვარულის ნაკლებობა, თითქმის ყველა პრობლემური ქორწინების მახასიათებელია.
დღე 6: გააკეთეთ ერთად რაიმე რთული
როდესაც თქვენი ქორწინება რთულ გზას გადის, ხშირად ყველაფერს აკეთებთ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ეს მოიცავს ყოველდღიური სირთულეების ამოღებას, რათა არ შექმნათ ჩხუბის წინაპირობა.
მაგრამ გამოწვევები ცხოვრებისა და ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია. რთული პრობლემის ერთად გადაჭრით, თქვენ ქმნით ისეთი სახის კავშირებს, რომლებსაც ვერასოდეს იფიქრებთ, რომ შესაძლებელი იყო.
ეს შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი აქტივობა, როგორიცაა კროსვორდის შევსება, სამაგიდო თამაშები, ფაზლის აწყობა ან ახალი, უცხო კულინარიული რეცეპტების ცდა.
დღე 7: ისაუბრეთ
გაატარეთ ხარისხიანი დრო თქვენს მეუღლესთან, მობილური ტელეფონების, ტელევიზორის ან სხვა რაიმე ტექნიკის გარეშე. რაზეც საუბრობთ, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც თავად საუბრის აქტივობა.
გაუზიარეთ რა მოხდა მთელი დღის განმავლობაში, როგორია თქვენი ახალი თანამშრომელი ან რა შეემთხვა ბავშვს საბავშვო ბაღში. მთავარია, რომ არ დაკარგოთ კავშირი. ხომ გახსოვთ, ურთიერთობის დასაწყისში, როგორ გსიამოვნებდათ ერთმანეთის საუბარი? ამ კავშირის აღდგენა, სრულად შესაძლებელია!
დღე 8: გაიხსენეთ
გაიხსენეთ ის ბედნიერი მომენტები, რომლებიც ერთმანეთთან გაკავშირებით. როდესაც დიდი ხანია ერთად ხართ, იმდენი ისტორია გაქვთ, რომ შესაძლებელია მათი ნაწილი დაგავიწყდეთ.
გადახედეთ ძველ ფოტოალბომს ან ტექსტურ შეტყობინებებს და ნახეთ, რა გამოგივათ. იპოვეთ თქვენი ორი წლის წინანდელი საყვარელი სურათი და გაუზიარეთ მათ, რათა გაახსენოთ, რომ მათი ცხოვრება, სიყვარულითაა სავსე.
დღე 9: გადალახეთ
დიახ, სხვა ადამიანთან ერთად ცხოვრება, ძალიან რთულია. არსებობს მილიონი წვრილმანი, რაც გაღიზიანებთ. ეს პატარა უსიამოვნებები თავისთავად მცირეა, მაგრამ დროთა განმავლობაში გროვდება და ქორწინებაზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ, თქვენ მათი გადალახვა უნდა ისწავლოთ.
გასარეცხი ტანსაცმლის სარეცხის მანქანაში შეყრა დაავიწყდა და კვლავ სკამზე დატოვა? ნუ მიაქცევთ ყურადღებას! როდესაც დასჭირდება, გაახსენდება. ნაგავს ყოველთვის თქვენ ყრით? უბრალოდ, ამოიღეთ ნაგვის ურნიდან და სახლის კართან დაუტოვეთ, რათა არ დაავიწყდეს.
უთხარით საკუთარ თავს, რომ პასუხისმგებლობას ერთობლივ ცხოვრებაზე თქვენ არ აიღებთ და გადალახეთ ის ნაკლოვანებები, რომელიც თქვენს მეუღლეს, რა თქმა უნდა, აქვს.