ჯანმრთელობა
თუ გამონაყარი გაწუხებთ: რა დაემართება თქვენს კანს, თუკი რძის პროდუქტებზე უარს იტყვით?
- 10.10.2022
ყველამ იცის, რომ კანის პრობლემები, მტკივნეული გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უამრავი პროდუქტი თუ პროცედურაა ხელმისაწვდომი, მკურნალობის პროცესში, კვებასაც დიდი ყურადღება ენიჭება. დერმატოლოგები მიიჩნევენ, რომ აკნეს და როზაცეას დროს, რძის პროდუქტების საკვები რაციონიდან ამოღება, საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
დაიმახსოვრეთ, რძის პროდუქტებიდან, ყველაზე მეტად, კანს უცხიმო რძე აღიზიანებს.
რძის პროდუქტებზე, ყველსა თუ ნაყინზე უარის თქმა, კანის გაუმჯობესების იდეალური გზაა. მაგრამ, ამ ჯგუფში, ყველაზე დიდი გამღიზიანებელი არის უცხიმო რძე.უცხიმო რძეში, უმატებენ პროტეინს, რომელიც ცნობილია, როგორც ანთების მაპროვოცირებელი. თუ თქვენ აკნე ან როზაცეა გაქვთ, ის ანთებით პროცესს კიდევ უფრო გაამწვავებს. გარდა ამ პროტეინისა, უცხიმო რძეში ვხვდებით ისეთ ჰორმონებს, რომლებიც კანზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
უცხიმო რძეს დამატებული აქვთ შაქარიც, რაც, აკნეს კიდევ უფრო ამწვავებს.
უცხიმო რძეში, რეალურად, გაცილებით მეტი შაქარია, ვიდრე მაღალცხიმიანში. ეს კი, გლიკემიურ ინდექსს ზრდის. ამ მაჩვენებლის გაზრდა, თავის მხრივ ხასიათდება გამონაყარით.კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანებს, რომლებიც ხშირად მოიხმარენ ხელოვნურ შაქარს, აკნეს განვითარების 30%-ით მეტი რისკი აქვთ. ამასთანავე, ეს მაჩვენებელი, იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც რეგულარულად მიირთმევენ ნამცხვრებს, მხოლოდ 20%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ უცხიმო რძე მთავარი დამნაშავეა, დერმატოლოგები თანხმდებიან, რომ ყველა რძის პროდუქტი ნეგატიურად ზემოქმედებს კანზე.
თუ რძის პროდუქტებზე იტყვით უარს, შედეგის სანახავად, ლოდინი მოგიწევთ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ გადაწყვეტთ კვების რაციონიდან ამოიღოთ ისეთი საკვები, როგორიცაა რძე და ყველი, ერთ ღამეში ვერ შეამჩნევთ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს. დეტოქსისთვის, კანს, დაახლოებით, ორი-სამი კვირა სჭირდება.თანაც, მოთმინება ხომ მთავარია, რაც კანის მოვლისა თუ მკურნალობის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ. და არც რძის პროდუქტებზე უარის თქმაა გამონაკლისი!
თქვენი საყვარელი რძის პროდუქტების ჩასანაცვლებლად, უამრავი ვეგანური ვარიანტი არსებობს!
თუ აქამდე არ შეგიმჩნევიათ, არსებობს ვეგანური ყველი, ვეგანური რძე და ვეგანური ნაყინიც კი. ამიტომ, რძის პროდუქტებზე უარის თქმა, ისეთი რთულიც არ არის, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ!თემები: ჯანმრთელობა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია