სტილი

მოდური ქალების საკითხავი: რომელია ამ შემოდგომა/ზამთრის 5 ყველაზე ტრენდული ფერი?

მოდური ქალების საკითხავი: რომელია ამ შემოდგომა/ზამთრის 5 ყველაზე ტრენდული ფერი?

ყოველ ახალ სეზონს, თავისი სტილი და ტრენდი აქვს. რა ფერის ქურთუკი შევიძინო?“ - ესაა კითხვა, რომელიც ყველა მოდურ ქალს აწუხებს. საბედნიეროდ, ამ კითხვაზე პასუხი ცნობილია!


Pantone-ის ფერების ინტიტუტი, ყოველწლიურად ასახელებს წლის ძირითად ფერებს. როგორც წესი, ეს ტონები გვხვდება მოდის ჩვენებებზეც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. Pantone-ის თანახმად:

ეს ფერები, გამოხატავს აუცილებლობას, უარი ვთქვათ თავშეკავებაზე და ჩვენი სიხარული, ძალიან კაშკაშა ფერებით გამოვხატოთ. ფერებით, რომელებიც ასხივებენ სიცოცხლის სურვილს და სადღესასწაულო განწყობას“.

მოდით, თვალი გადავავლოთ 22/23 წლის შემოდგომა/ზამთრის ყველაზე ფერად ტენდენციებს!
  1. იასამნისფერი



ნაზი, ტკბილი, მხიარული, მაგრამ უპრეცედენტო იასამნისფერი სეზონის მთავარი ფერია და ის ყველგან შეგვხვდება. კლასიკური კოსტუმები და ბლეიზერები, დასასვენებელი ტანსაცმელი, ჯინსები და ჯემპრები, ფეხსაცმელი - უპირატესობა სწორედ ამ ფერს უნდა მიანიჭოთ!
 
  1. ზურმუხტისფერი



ეს შთამბეჭდავი და თვალწარმტაცი ფერი აუცილებლად დაგჭირდებათ შემოდგომა/ზამთრის გარდერობში. თვალისმოჭრელი ზურმუხტისფერი, თქვენს ნებისმიერ ლუქს უჩვეულო სითამამეს შესძენს.
  1. ჟოლოსფერი



არა, ეს არ არის ის წითელი, რომელიც ზაფხულის თვეების ფავორიტია. ესაა ფერი, რომელიც მართალია წითელი ფერის ენერგიას ატარებს, მაგრამ მისგან განსხვავებით, მეტად უჩვეულო და მოულოდნელია. 
  1. კობალტისფერი ლურჯი



ეს არის ფერი, რომელიც თითქმის ყველას უხდება. ამის მიზეზი მარტივია - ის არც ცივი ტონია და არც თბილი, ის მეტად ნეიტრალური, მაგრამ ამასთანავე, თვალისმომჭრელია!
 
  1. ღვინისფერი



ამბობენ, რომ წითელი ღვინო, ყველაზე მეტად, ზამთარს უხდება. და ალბათ ამიტომ, ღვინისფერიც ამ ზამთრის მთავარი ფერია! თანაც, წარმოიდგინეთ, როგორ მოუხდება ის სეზონის სხვა ფავორიტს, კობალტისფერ ლურჯს ან თუნდაც იისფერს. დიახ, ეს ის ფერია, რომელიც აუცილებლად უნდა აირჩიოთ!