LIFE
გააკეთე კარგი საქმეები, მაშინაც კი, თუ ერთი შეხედვით, ამას მნიშვნელობა არ აქვს
- 25.10.2022
აქვს თუ არა მნიშვნელობა, როდესაც უცნობს ეხმარები? ადამიანებს, რომლებსაც მეორედ ვეღარ ნახავ. აქვს თუ არა მნიშვნელობა, როდესაც შემთხვევით კარგ საქმეს აკეთებ? შეიძლება, ამას ვერც კი ამჩნევ...
სიკეთის მცირე ჟესტი ან ნებისმიერი სხვა რამ, რასაც სხვებისთვის ან თუნდაც საკუთარი თავისთვის აკეთებ, შეიძლება, დიდ სურათში მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ, მისი გაკეთება მაინც ღირს.
როცა კარგ საქმეებს სხვა ადამიანებისთვის აკეთებ, ამას რამდენიმე სარგებელი აქვს. პირველ რიგში, ეს საშუალებას გაძლევს თავი კარგად იგრძნო. ჩვენ ბუნებით პროსოციალური არსებები ვართ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სხეული და ტვინი სიხარულით და კმაყოფილებით ივსება, როდესაც რაღაც კარგს ვაკეთებთ.
უფრო მეტიც, ეს არის ქმედებები, რომლებიც კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სიკეთე და სხვების დახმარება აძლიერებს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას და სასწაულებს ახდენს ჩვენი გონებრივი კეთილდღეობისთვისაც. მაშინაც კი, თუ სხვები არ აღიარებენ ჩვენს ძალისხმევას, მაინც ვგრძნობთ კარგი საქმეების მაგნიტურ ძალას.
სიკეთის კეთება საშუალებას გაძლევს იამაყო იმით, რაც მიზნად დაისახე და რასაც მიაღწიე. შენ არ ხართ დამოკიდებული სხვა ადამიანების აღიარებასა თუ დადასტურებაზე. შენ იცი, რომ რაღაც კარგი გააკეთე და ეს საკმარისია. ეს ცოდნა გაძლევს ძალას და საშუალებას გაძლევს იამაყო საკუთარი თავით.
და მესამე, ცოდნა იმისა, რომ ეს კონკრეტული საქმე კარგად გააკეთე, სამომავლო შედეგებზე ნაკლები ნერვიულობის გარანტიაა. როდესაც ჩვენ ცუდად ვაკეთებთ რაღაცას, გვაქვს განცდა, რომ შეიძლება, საბოლოოდ ის დაგვიბრუნდეს და ზიანი მოგვაყენოს. ხოლო, როდესაც კარგ საქმეს ვაკეთებთ, მშვიდად ვართ, რადგან ვიცით, რომ არაფერი გვემუქრება.
კარგი საქმის, ან თუნდაც, საქმის კარგად კეთება, არაა დამოკიდებული მის მასშტაბსა თუ მნიშვნელობაზე. იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად აკეთო, აუცილებელია ყურადღება მიაქციო მუშაობის ხარისხს, სამუშაო ეთიკასა და დეტალებს. საბოლოოდ, ეს თვისება დაგეხმარება სხვებისგან განასხვავო საკუთარი თავი და შეიქმნა მყარი, ხარისხიანი რეპუტაცია.
მაშინაც კი, თუ სხვები ვერასდროს დაინახავენ, მათთვის კარგი გააკეთე თუ არა, მნიშვნელოვანია, რომ რაღაცები საკუთარი თავის დასანახად გააკეთო და ამით იამაყო.
დაიმახსოვრე, რომ ”ადამიანის ხასიათის ნამდვილი გამოცდა არის ის, რასაც ის აკეთებს მაშინ, როცა არავინ უყურებს.”
თემები: