ბევრმა ადამიანმა არ იცის, სინამდვილეში რა უნდა. მართალია ეს პრობლემაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, იცოდე, რა გინდა, მაგრამ საკუთარ თავს, ამის გაკეთების უფლებას არ აძლევდე; იცოდე, რა გინდა, მაგრამ ეწინააღმდეგებოდე ამ სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისაა, რაც შენს გულს სურს.
მიზეზი, რის გამოც წინააღმდეგობას ვუწევთ ჩვენს გულს, ისაა, რომ ბავშვობაში გვასწავლეს, ცუდია, აკეთო ის, რაც გინდა და არა ის, რაც სწორია.
მაგალითად, მეტი ფულის სურვილი გაუმაძღარობაა, ნაკლები მუშაობის სურვილი სიზარმაცეა, ხოლო ნაკლები დავალების შესრულების სურვილი - უპასუხისმგებლობა. არასწორია ოცნებობდე და არასწორია, ამ ოცნების ასრულების სურვილი გქონდეს.მაგრამ მოზრდილ ასაკში, ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: არის თუ არა საკუთარი სურვილები ცუდი? არის თუ არა ეს სურვილი ის, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოს შენ ან სხვებს? თუ დაფიქრდები, აღმოაჩენ რომ ის, რაც მთელი გულით გსურს, რეალურად ცუდი არ არის, უფრო კონკრეტულად კი - საზიანო არ არის.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს სურვილებზე ვამბობთ უარს, არის განცდა, რომ ახლა გვიანია და მატარებელმა უკვე ჩაიარა.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ახლა ძალიან გვიანია მივყვეთ საკუთარ გულებს, უკვე დავბერდით ან უკვე შეუძლებელია ამ სურვილის ახდენა. უბრალოდ, დაგვაგვიანდა.მაგრამ ხშირად, ეს მოსაზრებაც მცდარია. ჩვენ შეიძლება ვერ შევძლოთ ოცნების სრულად ასრულება, მაგრამ მაინც შეგვიძლია ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი გავხადოთ. მაგალითად, თუ ყოველთვის ოცნებობდი მოცეკვავეობაზე, შესაძლოა პროფესიონალურ გზას ვერ დაადგე, მაგრამ მაინც შეგიძლია გაკვეთილების დაწყება - აქციე შენი ოცნება შენი ცხოვრების წესად!
ასევე, ჩვენ გვადარდებს რას იფიქრებენ სხვები - რას იტყვიან ჩვენი ოჯახების წევრები და მეგობრები მაშინ, როდესაც, რაიმე განსხვავებული ნაბიჯის გადადგმას გადავწყვეტთ?
თუმცა, დაიმახსოვრე: თუ სხვა ადამიანებს მივცემთ უფლებას განსაზღვრონ რას ვაკეთებთ, ჩვენ ძალიან შევზღუდავთ საკუთარ თავს. სხვა ადამიანები არ ცხოვრებენ შენი ცხოვრებით და მათ არ მოუწევთ შენი არჩევანის შედეგებთან გამკლავება. თუ უარს იტყვი შენს ოცნებაზე, შენ იქნები ერთადერთი, ვინც საბოლოოდ ამას ინანებს.ზოგჯერ, საკუთარი სურვილების უარყოფა რეალურ მიზეზებს უკავშირდება. მაგალითად, ფულის ნაკლებობას, ცხოვრებისეული პასუხისმგებლობებს ან ფიზიკურ შეზღუდვებს.
თუმცა, შენ შეგიძლია მოძებნო უნიკალური გზა, რომელიც ამ ოცნებასთან დაგაახლოვებს. გადააქციე შენი ოცნება, შენი ცხოვრების ჰობად. მიეცით საკუთარ თავს საშუალება, დაესწრო ცეკვის, სიმღერის გაკვეთილებს; იყიდო ფუნჯები და საღებავები ან გააკეთო ნებისმიერი რამ, რაც გაგრძნობინებს, რომ შენი ოცნება აღიარებული და დაფასებულია.როდესაც საკუთარ გულს აღარ გაუწევ წინააღმდეგობას, საკუთარ ცხოვრებაში საოცარ შესაძლებლობებს აღმოაჩენ. შეხვდები ახალ ადამიანებს, ახლებურად დაინახავ საკუთარ თავს და რაც მთავარია, იგრძნობ, რომ შენი ცხოვრება სრულყოფილია!
„დღე, როდესაც შევწყვეტთ წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენს სურვილებს, იქნება დღე, როდესაც ვისწავლით როგორ ვიცხოვროთ“.
თემები: ურთიერთობა, ქალები