-
მან იცოდა, რა არის შიმშილი.
დიდი ხანის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ოდრი ჰეპბერნს კვებითი აშლილობა ჰქონდა. თუმცა, მისი ოჯახი ამტკიცებდა, რომ ვარსკვლავის სიფრიფანა სილუეტი, რთულ პერიოდში გაზრდის შედეგი იყო - 1939-1945 წლებში, ვარსკვლავის ოჯახში, შიმშილი...
-
ის UNICEF-ის ელჩი იყო.
ოდრი ჰეპბერნმა იმოგზაურა 20-ზე მეტ ქვეყანაში, მოინახულა ისეთი ადგილები როგორიცაა ეკვადორი, ჰონდურასი, სუდანი, ბანგლადეში და სომალი. ის ხმამაღლა საუბრობდა იმ მტკივნეულ რეალობაზე, რომელშიც ამ ქვეყნების მაცხოვრებლები, სასმელი წყლისა და საკვების დეფიციტში ცხოვრობენ. თავისი სახელისა და იმიჯის გამოყენებით, ის სიცოცხლის ბოლომდე, სხვების დასახმარებლად იბრძოდა.
-
ის იყო ინტროვერტი.
ჰეპბერნს არ მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. მან საკუთარ თავს ინტროვერტის სტატუსიც კი მიანიჭა.
„ძალიან ხშირად მინდა მარტო ყოფნა. ძალიან ბედნიერი ვარ, როცა პარასკევიდან ორშაბათამდე, დროს ჩემს სახლში, სრულიად მარტო ვატარებ. მე ასე ვიკრებ ენერგიას“.
-
ის არ ფიქრობდა, რომ ლამაზი იყო.
ჰეპბერნის ვაჟი, ლუკა დოტი ამბობს, რომ დედამ არ იცოდა, რატომ ფიქრობდნენ, რომ ის ლამაზი იყო.
„მას ეგონა, რომ დიდი ცხვირი და დიდი ტერფები ჰქონდა, ძალიან გამხდარი იყო და არ ჰქონდა საკმარისი მკერდი. სარკეში იყურებოდა და ამბობდა: არ მესმის, რატომ თვლიან ადამიანები, რომ ლამაზი ვარ!“.
- ის არ თვლიდა, რომ სტილის ხატი იყო.
„მე არასოდეს ვფიქრობ, რომ სტილის ან სილამაზის ხატი ვარ. ეს ფიქრები სხვა ადამიანების გონებაშია, ჩემს გონებაში კი, არ არის. მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ“.
„ჩემი გარეგნობა ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომია. შეკრული თმით, დიდი სათვალეებითა და შავი კაბით, ყველა ქალს შეუძლია ჩემსავით გამოიყურებოდეს“.
თემები: სილამაზე ყველა ასაკში
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია