სილამაზე

Black Market-ის მაღაზია თბილისში

Black Market-ის მაღაზია თბილისში

6 ნოემბერს, ბარნოვის 53- ში Black Market - ის მაღაზია გაიხსნა. მისი დამფუძნებელი ანუკი ბიწაძე იდეაზე და იმ პროდუქტებზე გვესაუბრა, რაც ქართველ მომხმარებლებს მაღაზიაში დახვდებათ.

"2 წელია ოცნებად და მიზნად მქონდა ის ვირტუალური სივრცე, რომელმაც სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რაღაც უფრო ნამდვილ და ხელშესახებ ადგილად მექცია, ამ დროის მანძილზე იყო ორი ძალიან წარმატებული კოსმეტიკის ბაზრობა, რამაც უფრო ცხადად დამანახა ჩვენი მომხმარებლების სურვილები და მოთხოვნები.



ვინიშნავდი ყველაფერს, რა მოსწონთ და არ მოსწონთ, რას ეძებენ და ვერ პოულობენ, ყველა სეზონზე მომხმარებლების სურვილები იცვლება, ბევრ ახალ პროდუქციას ეცნობიან და ჯგუფში პოსტებიც მრავალფეროვანი ხდება.

მოკლედ რომ გითხრათ, მომხმარებლების მოსმენით ბევრი რამ ვისწავლე, ამ სწავლაში მიზნამდეც მივედი და ძალიან, ძალიან ბედნიერი გატყობინებთ რომ აწი აღარ მოგიწევთ იმარჩიელოთ ტუჩსაცხის ფერზე, სუნამოს სუნზე, პუდრის მოცულობაზე , სასაჩუქრე შეფუთვაზე, სელერის სანდოობაზე და კურიერის დახვედრაზე, რადგან აბსოლუტურად ყველაფრის ნახვას და შეძენას შეძლებთ მაღაზიაში.



მაღაზიის კონცეფცია არის ჯგუფის და ჩვენი ბაზრობების ანალოგი :
1.ძალიან მრავალფეროვანი, არ არსებობს პროდუქტი რომელსაც ეძებთ და აქ ვერ იპოვით. ( 200 ზე მეტი დასახელების ბრენდი) MORPHE, MAC, DR.ZENOVIA, RITUALS, estee lauder, Christian dior, Lancome, Dolce & Gabbana, Charlotte Tilbuty, Remington, Origins, KIKO Milano, OFRA, Elemis, CLINIQUE, BURBERRY, nars, fenty beauty, benefit, huda beauty, YSL, BYROE, AVANT, Gisou, Avene, Chanel, Amika,CIATE, KATE Somerville ... და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია....



მაღაზიაში წარმოდგენილია კანის, სხეულის, ხელის, თმის მოვლის საშუალებები, სუნამოები, მაკიაჟის სრული ასორტიმენტი, სილამაზის ხელსაწყოები (ფენი, თმის გასასწორებელი, ტალღების გასაკეთებელი, დასახვევი, სავარცხელი, როლერი, გუაშა, ელექტრო მასაჟორი ).
2.ოცამდე სელერის გადამოწმებულ, ავთენტურ, ახალ და შეფუთულ პროდუქციას ნახავთ ჯგუფის ანალოგ ფასებში.



3.გარდა სელერების პროდუქციისა, მაღაზიაში შეხვდებით ოფიციალურ ბრენდებს : Keune Haircosmetics Georgia - ი (რომელიც წარმოდგენილი იქნება თმის მოვლის დიდი ასორტიმენტით, სამკურნალო ხაზებით, ფერის დამცავი, დამამშვიდებელი, ქერტლის საწინააღმდეგო პროდუქციით). ასევე ფრჩხილის მოვლის გერმანულ ბრენდ LCN- ს და ყველასთვის საყვარელ Soskin Georgia- ს.
ასევე შეხვდებით ყველაზე ბრჭყვიალა ქართულ ბრენდ ეიფორია • Euphoria, რომლის შიმერების ნათება მაღაზიაში შემოსვლის თანავე მოგჭრით თვალს.



4.მაღაზია Black Market - ი იქნება ორი ძალიან ცნობილი ბრენდის ოფიციალური, ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, მათ სახელებს ჯერჯერობით სიურპრიზად დავიტოვებ.
5.მაღაზიას ასევე ექნება ონლაინ გაყიდვა და თავისი საკურიერო მომსახურება.

პროდუქციის ონლაინ შეძენას საწყის ეტაპზე შეძლებთ ჯერჯერობით ინსტაგრამიდან და ფეისბუქ გვერდიდან.
https://instagram.com/blackmarket_georgia?igshid=NDc0ODY0MjQ=
ასევე მალე დაემატება ვებგვერდი.

შეძენილ პროდუქტს კურიერი მოგიტანთ 1 სამუშაო დღეში.
თბილისს გარეთ გაიგზავნება საქართველოს ფოსტის მეშვეობით.

მაღაზია BLACK MARKET - ი მდებარეობს ვ.ბარნოვის 53ა - ში, ჩინეთის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს.

გელოდებით ყოველდღე, 10:00 საათიდან 21:00 საათამდე,

ვეცდებით შეგიქმნათ სასიამოვნო, მყუდრო და თბილი გარემო, პატარა საჩუქრებით და სიურპრიზებით."