LIFE

რატომ არის „3“ ურთიერთობების ჯადოსნური რიცხვი?

რატომ არის „3“ ურთიერთობების ჯადოსნური რიცხვი?

პირველი პაემნის შემდეგ, მამაკაცები სამი დღით იკარგებიან.

დიახ, ეს მამაკაცების ძველი ოქროს წესია. ამის მიზეზი არავინ იცის, შეიძლება ცდილობს გაიგოს, რამდენად კარგი მოთმინება გაქვთ, ან რამდენად მოგეწონათ იგი, შესაძლოა, ცდილობს გაარკვიოს, როდის სცალია, რათა მეორე პაემანზე დაგპატიჟოთ.

ამავე ოქროს წესის თანახმად, თუ მესამე პაემნის შემდეგ, სამ დღეზე მეტხანს არ გამოჩნდა, ნუ შეეხმიანებით. ის არ მოხვედრილა ავარიაში, ის არ არის ავად, ის არ არის დაკავებული - მას უბრალოდ მეოთხე პაემანი აღარ სურს.

უნდა გქონდეთ თუ არა სექსი მესამე პაემანზე?

ამ კითხვას თქვენს გარდა ვერავინ გიპასუხებს. თუმცა ამბობენ, რომ წყვილების უმეტესობას, პირველი სექსი მესამე პაემანზე აქვთ.

დაიმახსოვრეთ, ყველა ადამიანი განსხვავებულია. ენდეთ თქვენს ინსტინქტებს და მხოლოდ ასე მიიღეთ გადაწყვეტილება. სამი შეხვედრის შემდეგ, თქვენ ნამდვილად არ იცნობთ ერთმანეთს და არ იცით, ვისთან გაქვთ საქმე.

სამი თვის შემდეგ, შეგიძლიათ, ის თქვენს მეგობრებს გააცნოთ.

თუ სამ თვეს შემდეგ თავს კომფორტულად გრძნობთ, უკვე დაიწყეთ შეხვედრები  საზოგადოებრივ ადგილებში და თამამად უწოდებთ მას „შეყვარებულს“, დროა მეგობრებსაც გააცნოთ.

უფრო მეტიც, სასურველიც კია, რომ ის მეგობრებს წარუდგინოთ და გაარკვიოთ, რამდენად კარგად ეწყობიან ისინი ერთმანეთს.

სამ წლის შემდეგ, დაქორწინება კარგი აზრია.

თუ ურთიერთობა ჯანსაღი და თავსებადია, მაშინ, სამი წლის შემდეგ, თქვენ ურთიერთობა შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოთ. თუ თქვენს პარტნიორს არ აქვს დაქორწინების სურვილი, შესაძლოა, ერთად ცხოვრებაზე დაფიქრდეთ.

სამი წლის განმავლობაში, წესით, ორივეს უნდა გაგერკვიათ, გსურთ თუ არა ერთად „დიდხანს და ბედნიერად“ ცხოვრება.