ჰოროსკოპი
2023 წყლის კურდღლის წელია: ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, ეს იქნება იმედის წელი
- 02.12.2022
როდის დაიწყება წყლის კურდღლის წელი?
მართალია ახალ წელს, 1 იანვარს აღვნიშნავთ, მაგრამ, ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, კურდღლის წელი 2023 წლის 22 იანვარს დაიწყება და 2024 წლის 9 თებერვლამდე გაგრძელდება.რატომ ჰქვია მას წყლის კურდღელი?
ჩინური კალენდარი განასახიერებს 12 ცხოველის, რომლებიც ერწყმიან 5 ელემენტს. ეს კომბინაცია, ერთად ქმნის 60-წლიან სისტემას, რომელიც გამუდმებით მეორდება.- ეს ცხოველები არიან: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი. ელემენტები კი მოიცავს: ლითონს, წყალს, ხეს, ცეცხლს და მიწას.
რას უნდა ველოდოთ 2023 წელს, წყლის კურდღლისგან?
კურდღლის წელი ესაა იღბლისა და იმედის წელი. მიუხედავად იმისა, რომ კურდღელი არ არის ყველაზე ძლიერი ცხოველი, მისი ენერგეტიკა იზიდავს ფულს, ნაყოფიერებას, სიყვარულსა და წარმატებას. ეს განსაკუთრებით ხილული მაშინ ხდება, როდესაც კურდღელი წყლის ელემენტს ერწყმის, ანუ, 2023 წელს.- წყლის ელემენტი გააძლიერებს ჩვენს ფსიქიკურ შესაძლებლობებს, დიპლომატიასა და მოლაპარაკების უნარებს. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები - ასპარეზზე ახალი ლიდერებიი გამოჩნდებიან. კურდღლისთვის, ომზე პასუხი მშვიდობა არ არის. მისთვის, ომზე პასუხი კრეატიულობაა.
- დამატებით, 2023 წელს, გრძელვადიანი რომანტიკული თავგადასავალი და შესაძლო ქორწინება ელოდებათ იმ ადამიანებს, ვინც სულიერი განვითარების სწორ გზას ადგანან.
როგორ ვაქციოთ 2023 წელი, ჩვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდად?
- გაიხსენეთ რაზე ოცნებობდით 2011 წელს. 2023 წელია ამ ოცნებების გაცოცხლების წელია.
- უყურეთ სამყაროს გახსნილი გონებით. იყავით მზად სიახლეებისთვის, მაგრამ შეინარჩუნეთ რაციონალური აზროვნება.
- ყურადღება მიაქციეთ დედასთან ურთიერთობას. სცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ მას.
- დიდი დრო დაუთმეთ ცურვას და ზოგადად, წყალს. იარეთ აბანოში, სპაში, მეტი დრო გაატარეთ სანაპიროზე და გააკეთეთ წყლის რიტუალები.
- უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს კვებას. პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, თუკი კურდღელი ბევრ სტაფილოს შეჭამს, ის ავად ხდება.
- 2023 არის დრო, რომ გახდეთ მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი. იკითხეთ წიგნები, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და მენტალურად განვითარდით.
- მიჰყევით ცხოვრებისეული „რხევებს“ და ნუ შეგეშინდებათ არასრულყოფილების. კურდღელი, ეს ხომ მარადიული მოძრაობის სიმბოლოა.
თემები: