LIFE
ეს 6 წესი დაგეხმარება, რომ სამყაროში ყველაზე ქარიზმატული ადამიანი გახდე
- 04.12.2022
წესი #1 - აგრძნობინე ადამიანებს თავი მნიშვნელოვნად
ფორმულა, რომელიც ქარიზმის გაძლიერება დაგეხმარება, ასე გამოიყურება:- თვალებში უყურე ადამიანებს
- უთხარი კონკრეტული კომპლიმენტი
- დაუსვი მნიშვნელოვანი კითხვები
- დაინტერესდი მისი პიროვნებით
- მიეცი საშუალება ისაუბროს
- ყურადღებით მოუსმინე
- დაიმახსოვრე მისი სახელი
- საუბრისას გაიხსენე ის, რაც ცოტა ხნის წინ თქვა
წესი #2 - გააკეთე პაუზა საუბრის წინ
დაიმახსოვრე, პაუზების გასაკეთებლად, გაქვს მხოლოდ საუბრის 30%, რათა მსმენელმა უხერხულობა არ იგრძნოს. სანამ ახალ წინადადებას დაიწყებ, მოიცადე 2 წამის განმავლობაში.პაუზა მეტყველებაში + თვალის კონტაქტი = თავდაჯერებულობას
წესი #3 - დახვეწე სხეულის ენა
ამას 7-38-55 წესი ეწოდება. ეს გულისხმობს, რომ ადამიანებს მოსწონთ ან არ მოსწონთ შენი საუბარი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:- 7% სიტყვები
- 38% ტონალობა და სახე
- 55% სხეულის ენა
წესი #4 - გამოიყენე იუმორი
კვლევების მიხედვით, იუმორი ქარიზმატული ადამიანის მთავარი ინგრედიენტია. ადამიანებს მოსწონთ ის, ვინც მათ თავს კარგად აგრძნობინებს.როგორ გახდე უფრო მხიარული ადამიანი?
- გაეცი გასაკვირი, უჩვეულო პასუხი
- დაინტერესდი იმაზე მეტად, ვიდრე მოსალოდნელია
- იყავი უფრო კონკრეტული, ვიდრე საჭიროა
წესი #5 - არ იწუწუნო და არ იჭორაო. არასოდეს.
არავის უყვარს წუწუნის მოსმენა. მაშ, თავად რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?დამატებით, როცა სხვებზე ცუდს ლაპარაკობ, ხალხს აინტერესებს, მათ ზურგს უკან თუ აკეთებ იმავეს.
მოდი, აღარც ეს არ გააკეთო.
წესი #6 - ჩრდილის წესი
შენ არ გჭირდება საკუთარი თავის დამალვა, რათა სხვებმა მიგიღონ. გაიხსენე შენი საყვარელი ფილმის ან სატელევიზიო პერსონაჟი. მას ერთი სისუსტე მაინც აქვს, რომელიც ძალიან მოგწონს, რომელიც, მას განსაკუთრებულ პერსონაჟად აქცევს.არასრულყოფილება, ეს ადამიანის განუყოფელი ნაწილია.
ფლობდე შენს ნაკლოვანებებს, ნიშნავს, იყო ქარიზმატული ადამიანი.
თემები: