LIFE
დეტოქს თერაპია, რომელიც ახალი წლების შემდეგ, აუცილებლად გამოგადგებათ
- 24.12.2022
სულ მალე ახალი წელი დადგება და დიდია შანსი, რომ სადღესასწაულო გემრიელობების შემდეგ, დეტოქსი თქვენთვის მნიშვნელოვანი სიტყვა გახდება. განსაკუთრებით კი, თუკი არც საცივზე იტყვით უარს, არც ჩურჩხელაზე, არც გოზინაყზე, არც კარგ ღვინოზე და შემდეგ, ნამცხვარსაც სიამოვნებით დააყოლებთ.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ დეტოქს თერაპიას, რომელიც ახალი წლების შემდეგ, აუცილებლად გამოგადგებათ!
-
დალიეთ თბილი წყალი ლიმონით
-
მიირთვით მწვანე ან კამის ჩაი
-
მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი
არსებობს ფორმულა, რომელიც დაგეხმარებათ გამოთვალოთ თქვენი სხეულის საჭირო წყლის რაოდენობა:
ყოველდღიურად მისაღები წყლის რაოდენობა ლიტრებში, უდრის თქვენი წონა (კილოგრამებში) გამრავლებული 0,033-ზე (1 ჭიქის სტანდარტული მოცულობა).
-
მიიღეთ მეტი მცენარეული საკვები
-
დაიწყეთ ინტერვალური მარხვა
მარხვის ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია დროისმიერი კვების შეზღუდვებია. მაგალითად, თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ 16 საათიანი მარხვის შუალედი დაიცვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 8 საათის განმავლობაში იკვებებით, ხოლო დარჩენილი 16 საათი პირს არაფერს აკარებთ, გარდა წყლისა და უშაქრო ყავა- ჩაისა და უბრალოდ „შიმშილობთ“.
თემები: ახალი წელი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია