სექსუალობა არის ის, რასაც უკვე ათასობით წლის განმავლობაში ვაკვირდებით და განვიხილავთ. სექსი სიცოცხლის საფუძველია, ამიტომ, რატომ არ უნდა შევისწავლოთ ის, რაც არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა? მაგრამ სამწუხაროდ, გიფიქრიათ, რომ ყველა კვლევა, რომელიც ამ თემის ირგვლივ ჩატარებულა, მხოლოდ ადამიანების ნახევარს შეეხება?
ის თუ როგორ ვრეაგირებთ სექსუალურ იმპულსებზე და როგორ აღვიქვამთ სექსუალურ საკითხებს, ძირითადად, მამაკაცებზე ჩატარებული კვლევებითაა დადასტურებული. თუმცა, ეს მონაცემები ავტომატურად ვრცელდება მთელ პოპულაციაზე - მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ მამაკაცის თვალსაზრისითაა მიღებული. ძალიან დიდი ხანია, ჩვენ მივყვებით სექსისა და სექსუალობის მამრობით მოდელს.
შესაბამისად, ქალები სწავლობენ მამაკაცის სურვილების მოდელით და ცდილობენ, რომ მას მოერგონ. სინამდვილეში, ეს არა მხოლოდ მოძველებულია, არამედ ქალებისთვის შეუსაბამოც კია.
რა არის ეს 3 ყველაზე დიდი მითი, რომლისაც დღესაც უამრავ ქალს სჯერა და რომელიც დღესვე უნდა დაიმსხვრეს?
#1 - სექსი არის მამაკაცის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება.
ტელევიზორში, ფილმებსა თუ სოციალურ მედიაში, ქალის სურვილი და სიამოვნება, როგორც წესი, დაკავშირებულია მამაკაცებთან ან შექმნილია მამაკაცის სექსუალური მოთხოვნილებების დასახმარებლად ან დასაკმაყოფილებლად.
აუცილებელია, რომ გავაცნობიეროთ - სექსი, ეს ორივე სქესის ფიზიკური მოთხოვნილებაა და ქალის სურვილებიც ისეთივე ლეგიტიმურია, როგორიც მამაკაცის.
#2 - ქალები იმსახურებენ დასჯას სექსუალური სურვილების გამო.
როდესაც საქმე ქალის პირად ცხოვრებას ეხება, ყველაფერი, რაც საძინებელში ხდება, ეს დანაშაულია. ქალს უნდა რცხვენოდეს იმის, რომ სექსი აქვს.კიდევ ერთხელ - აუცილებელია, გავაცნობიეროთ, რომ სექსი, ეს ორივე სქესის ფიზიკური მოთხოვნილებაა და ქალის სურვილებიც ისეთივე ლეგიტიმურია, როგორიც მამაკაცის.
#3 - სექსი არის მხოლოდ გამრავლების საშუალება.
საზოგადოება მხარს არ უჭერს ქალის სექსუალობას, თუ ის გამრავლების მიღმა განიხილება. ამიტომ, სექსუალურ საკითხებში, ქალს მხოლოდ ერთი როლი აქვს - შეასრულოს საკუთარი ბიოლოგიური ფუნქცია.კიდევ და კიდევ ერთხელ - აუცილებელია, გავაცნობიეროთ, რომ სექსი, ეს ორივე სქესის ფიზიკური მოთხოვნილებაა და ქალის სურვილებიც ისეთივე ლეგიტიმურია, როგორიც მამაკაცის.
თემები: სექსი, სექსუალური მიზიდულობა