სილამაზე

როგორ შევქმნათ ყველაზე სექსუალური თვალის მაკიაჟი? - დიორის მეიქ-აფ არტისტი 4 საიდუმლოს გვიზიარებს

როგორ შევქმნათ ყველაზე სექსუალური თვალის მაკიაჟი? - დიორის მეიქ-აფ არტისტი 4 საიდუმლოს გვიზიარებს

სმოუქი აიზ თვალის ის მაკიაჟია, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ამის მიზეზი ისაა, რომ უკვე მრავალი წელია, ყველაზე სექსუალური მაკიაჟის ტიტულს არ თმობს. იდუმალი, ღრმა და მრავლისმეტყველი თვალები ხომ ისაა, რაც ყველა ადამიანს თანაბრად ხიბლავს.



ამ სეზონზე, საუკეთესო სმოუქი აიზ მაკიაჟი კი დიორის მოდის სახლს ჰქონდა. პიტერ ფილიპსმა, დიორის მეიქ-აფ არტისტმა მოახერხა და ერთი შეხედვით მძიმე მაკიაჟს, უჩვეულო სიმსუბუქე მიანიჭა.



თუ თქვენც ისევე მოიხიბლეთ დიორის სექსუალური თვალებით, მაშინ, პიტერ ფილიპსის 4 საიდუმლოს გიზიარებთ:
  1. გააყოლეთ თვალის ფანქარი ზედა ქუთუთოს წამწამების ხაზს - შეეცადეთ, რომ გასცდეთ თვალის გარე კიდეს და ფანქრის ხაზი წარბის მიმართულებით დაასრულეთ.

ვინაიდან წამწამების ხაზი ცხიმიანია, რამდენიმე საათში, თვალის ფანქარი ქუთუთოზე იდღაბნება. ამიტომ, მაკიაჟის დასაწყისშივე, თითის ან ფუნჯის საშუალებით, თავადდაშალეთფანქრის ხაზი და გადღაბნეთ თვალის კუთხის მიმართულებით.
  1. შეარჩიეთ ძალიან შავი ჩრდილი და ფუნჯის საშუალებით დაფარეთ თვალის ზედა ქუთუთო.

სასურველია, რომ გაჰყვეთ ფანქრის ხაზს. როგორც კი თვალის გარე კიდეს გასცდებით, მაქსიმალურად შეეცადეთ არ ჩამოცდეთ ფანქარს.
  1. თვალის შიდა კუთხეში, დაიმატეთ ვერცხლისფერი თვალის ჩრდილი - დიახ, სწორედ ეს სინათლის ნაპერწკალი ამსუბუქებს დიორის მაკიაჟს.


 
  1. მაგრამ, ეს ყველაფერი არაა - ზედა ქუთუთოზე თითის ბალიშით, ნაზად დაიმატეთ დამატენიანებელი კრემი, რათა შექმნათ ნამიანი, პრიალა ეფექტი.