ჰოროსკოპი

26 იანვარს, სიყვარულის პლანეტა თევზებში გადავიდა - რომელია ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლის ცხოვრებაც, სამუდამოდ შეიცვლება?

26 იანვარს, სიყვარულის პლანეტა თევზებში გადავიდა - რომელია ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლის ცხოვრებაც, სამუდამოდ შეიცვლება?

2023 წლის 26 იანვარს, ვენერა თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა და იქ 19 თებერვლამდე დარჩება. ამ ტრანზიტის დროს, იკლებს ყოველდღიური გამოწვევების მნიშვნელობა და ასპარეზზე რომანტიკული თემები წამოვა.


სიყვარული, არის ყველაფერი, რაზეც ამ (თითქმის) ერთი თვის განმავლობაში ვისაუბრებთ.

მაგრამ, ეს ყველაფერი როდია - ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება. რატომ? ისინი თავის მეორე ნახევარს, ოცნების პარტნიორს და თუ გნებავთ, ცხოვრების სიყვარულს შეხვდებიან...

კურო

როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, კურო ნამდვილად არ არის ის, ვისაც ყოველთვის უმართლებს. მაგრამ, ახლა თქვენი დრო დგება (როგორც იქნა!).

მნიშვნელობა არ აქვს, ეძებთ იმ ერთადერთს თუ არა - 26 იანვრიდან, დგება იღბლიანი პერიოდი, როდესაც თქვენ გაქვთ ყველაზე დიდი შანსი, შეხვდეთ იმ ადამიანს, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით.

ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად გადით ხალხმრავალ ადგილებში, წაისვით თქვენი ფავორიტი ტუჩსაცხი, გამოეწყვეთ, გაიღიმეთ და რაც მთავარია, მოემზადეთ - სამყარო მზადაა, რომ მრავალწლიანი მოთმინებისთვის დაგაჯილდოვოთ!

ტყუპები

ძვირფასო ტყუპებო, თქვენ ძალიან ინტუიციური ხართ და შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ, შექმნილია თუ არა ეს ადამიანი თქვენთვის. მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ თქვენ გიყვართ ცეცხლთან თამაში, ამიტომ, ბევრი გულისტკენა გინახავთ ცხოვრებაში. 26 იანვრიდან ყველაფერი შეიცვლება - ბრძოლისა და გამოწვევების ნაცვლად, სიმშვიდე და მეგობრობა გახდება თქვენი პრიორიტეტი.

ახლა თქვენ არ გაინტერესებთ ქარიშხლიანი რომანები. უფრო მეტიც, ეძებთ ისეთ ურთიერთობას, რომელიც დროს გაუძლებს...

გამოიცანით რა მოხდება? ამ სულიერი ტრანსფორმაციის აღსანიშნავად, სამყარო სწორედ ასეთ ადამიანს შეგახვედრებთ!

თევზები

და რა თქმა უნდა, ეს ტრანზიტი თქვენს ცხოვრებასაც ამოაყირავებს, ძვირფასო თევზებო, თუმცა, პოზიტიურად. დიდი შანსია, რომ ძველ ნაცნობს, სრულიად ახალი თვალით შეხედოთ და გაიფიქროთ - აქამდე სად ვიყავი? ან, არც ის იქნება მოულოდნელი, სუპერმარკეტში ან მანქანების სამრეცხაოზე გადაეყაროთ ვინმე მომხიბვლელს...

ალბათ, ზოდიაქოს ნიშნებში ყველაზე მეტად თქვენ გჯერათ, რომ არსებობსმეორე ნახევარი“, სამყარო კი, ამ ერთგული რწმენისთვის თქვენს დაჯილდოებას აპირებს.  

ახლა ნამდვილად არ მოგიწევთ თქვენი რომანტიკული და მეოცნებე ბუნების დამალვა: უფრო მეტიც, ახლა ეს ყველაფერია, რაც ცხოვრებაში გჭირდებათ.