LIFE

ახალი ცხოვრების 15 წესი: იცით როგორ უნდა მოიქცეთ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან?

ახალი ცხოვრების 15 წესი: იცით როგორ უნდა მოიქცეთ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან?

ის, თუ როგორ ვცხოვრობთ და ვმეგობრობთ, ვმოგზაურობთ და ვმუშაობთ, 3 წლის წინ, ყველასთვის ცხადი იყო. მაგრამ დღეს, პოსტპანდემიურ რეალობაში, არავინ დავობს, რომ ცხოვრებას ახალი წესები აქვს.


რა არის ამის მიზეზი? იქნებ ის, რომ ახლა, ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებთ, ან ის, რომ კარანტინის პირობებში, ცხოვრება ციფრული გახდა. ეს, სოციოლოგების კვლევის თემაა, ჩვენ კი, ახალი ცხოვრების 15 სოციალურ წესს შემოგთავაზებთ - წესებს, რომლებიც მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციაში დაგეხმარებათ.
  1. დღის 2 საათამდე, შეგიძლიათ, დაუფიქრებლად გააუქმოთ ყველა გეგმა.

თუკი მეგობარს ვახშამზე შეუთანხმდით, მაგრამ, რიგი მიზეზების გამო გადაიფიქრეთ, დღის 2 საათამდე შეატყობინეთ. თქვენს მეგობარს, კვლავ ექნება დრო, რომ სადილზე სხვა ადამიანი დაპატიჟოს. შეხვედრამდე 1 საათით ადრე გეგმის გაუქმება, უბრალოდ უტაქტობაა.
  1. ნუ დასცინებთ მეგობრებს, თუ ისინი გაცნობის აპლიკაციებს იყენებენ.

თქვენ ურთიერთობაში ხართ, თქვენი მეგობრები კი კვლავ მარტო არიან. ნუ დასვამთ უხერხულ შეკითხვებს გაცნობის აპლიკაციასთან დაკავშირებით. ცხადია, თქვენ ზრუნავთ მეგობრებზე და ამიტომ უყურებთ ეჭვის თვალით გაცნობის აპლიკაციას. სანამ თქვენ თქვენს შეყვარებულთან ჭურჭლის გარეცხვაზე ჩხუბობდით, გაცნობის აპლიკაციებმა უამრავი ადამიანი დააახლოვა. პოსტპანდემიურ რეალობაში კი, ესაა საუკეთესო გზა, გაიცნო ადამიანები.
  1. მეგობართან ერთად შოპინგის დროს, ნუ აიძულებთ რამე შეიძინოს.

მან მხოლოდ აზრი გკითხათ...
  1. პარტნიორთან კონფლიქტის დროს, ბოროტად ნუ ისარგებლებთ მეგობრების მხარდაჭერით

და თუ პარტნიორთან დაშორებას არ გეგმავთ, არ იკითხოთ, ხართ თუ არა „აშკარად მართალი“...
  1. განზრახ არასოდეს გააღვიძოთ თქვენი პარტნიორი, არასოდეს.

და არ აანთოთ შუქი, როცა მას სძინავს. არ ისაუბროთ ტელეფონზე ხმამაღლა და არ დაიწყოთ ქუსლიანი ფეხსაცმელებით კაკუნი. თქვენს მოსაკლავად სახლში ვინმე შემოიპარა? თავად მოგიწევთ გამკლავება!
  1. პირველ პაემანზე, თუ აღმოაჩენთ, რომ ბევრს ლაპარაკობთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ბოლოს როდის დავსვი შეკითხვა?

დასვით კითხვები და საშუალება მიეცით, ისაუბროს. ამ თამაშს მაშინ მოიგებთ, თუკი თქვენს რომანტიკულ ინტერესზე, ყველა პასუხი გექნებათ. ხოლო თუკი თავად დაიწყებთ ყველა ინფორმაციის გაცემას, მაშინ წააგებთ... იდუმალება ხომ, მიზიდულობის მთავარი კანონია.
  1. დაიმახსოვრეთ, მისაღებია ნებისმიერი სახის ტყუილი, რათა უსიამოვნო პაემანს თავი დააღწიოთ.

  2. სხვა ადამიანის თანდასწრებით, ნუ დაელაპარაკებით თქვენს ძაღლს (ან კატას) იმ ხმით, რომელსაც იყენებთ, როცა სახლში მარტო ხართ.

  3. პაემანზე რეკომენდებულია, რომ თავაზიანად შესთავაზოთ ანგარიშის გადახდა.  

  4. არასოდეს არის გვიან მისამძიმრება.

პანდემიის შემდეგ, ჩვენ ვისწავლეთ, რომ გულწრფელი სამძიმარი, ყოველთვის დასაფასებელია. თუნდაც დაგვიანებით.
  1. თუ პირველი პაემნის შემდეგ, ვინმეს უპასუხოდ დატოვებთ, აღარასოდეს მისწეროთ.

ხოლო თუ თავად დაგტოვებენ უპასუხოდ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ეს ყველა ადამიანს ემართება. ფაქტობრივად, თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
  1. ნუ დაელოდებით შესაფერის დროს, რომ ვინმეს დაშორდეთ.

გგონიათ, რომ თანაგრძნობა მომდევნო თვის ბოლომდე გაგივლით? არა, თქვენ უბრალოდ დროს წელავთ!
  1. თუ თქვენი მეგობრის შეყვარებული, ობიექტური მიზეზის გამო არ მოგწონთ, ეს გულწრფელად უნდა თქვათ.  

ჩვეულების მიხედვით, თქვენი აზრი, თქვენთვის უნდა შეგენახათ, რადგან ეს მეგობრობას დააზიანებდა. სისულელეა - თქვენ თუ არ ეტყვით მეგობარს სიმართლეს, სხვა ვინ ეტყვის?
  1. ნუ მოყვებით TikToks-. ეს უფრო მოსაწყენია, ვიდრე ფილმების მოყოლა...

  2. უმიზეზოდ აჩუქე მეგობარს რაიმე.

და როდესაც მისი დაბადების დღისთვის საჩუქრის ყიდვა დაგავიწყდებათ, თავს ძალიან დამნაშავედ არ იგრძნობთ!