ჰოროსკოპი

ვისაუბროთ სიყვარულზე: გაიცანით ზოდიაქოს 3 საუკეთესო წყვილი

ვისაუბროთ სიყვარულზე: გაიცანით ზოდიაქოს 3 საუკეთესო წყვილი

წელიწადის ამ დროს, ვალენტინობის დღის მოახლოებასთან ერთად, ადამიანების უმრავლესობას, იმ განსაკუთრებული ერთადერთის პოვნის სურვილი უმძაფრდება. თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, მაშინ, ალბათ საკუთარ თავს ეკითხებით: სად არის ეს ადამიანი? როგორია? როგორ ცხოვრობს?

ამ კითხვებზე საპასუხოდ კი, დიდი შანსია, ასტროლოგია დაგეხმაროთ! მაშ ასე, თქვენს წინაშეა ზოდიაქოს საუკეთესო წყვილები!

  • ვერძი და მშვილდოსანი

მათი განწყობა ისე ემთხვევა ერთმანეთს, რომ ზოდიაქოს საუკეთესო წყვილებში, ვერძი და მშვილდოსანი პირველ ადგილს იკავებენ. ორივე გიჟდება თავგადასავლებზე, გართობასა და სპონტანურ ცხოვრებაზე. თუმცა, ამასთან ერთად, ისინი ერთმანეთის პირად სივრცეს არ არღვევენ. ესაა წყვილი, რომელიც გაუძლებს დროის დინებას და ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
  • კურო და თხის რქა

სტაბილურობა ამ წყვილის საფუძველია. თხის რქა ბოლომდე მიჰყვება გეგმას, ხოლო კურო, ამ მიზანდასახულობით აღფრთოვანებული, ყოველდღიურად აღიარებს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. მათ მეორე საერთო სიტყვაც აქვთ, ესაა - კომფორტი. ორივე  ნიშანი მშვიდი ხასიათისაა, აქედან გამომდინარე, ესაა ზოდიაქოს ყველაზე გაწონასწორებული, უსაფრთხო  და მყარი წყვილი.
  • ტყუპები და სასწორი

ესაა წყვილი, რომელთაც სიყვარულის და კომუნიკაციის პლანეტები მართავენ, ამიტომ, მათი სიყვარულის წარმატება, უბრალოდ, წინასწარვეა გაწერილი.  ტყუპებს უყვარს საუბარი, სასწორი კი საუკეთესო მსმენელია. ისინი ღიად გამოხატავენ სიყვარულს და ყველაფერს აკეთებენ, რათა პარტნიორმა თავი ბედნიერად იგრძნოს. ესაა კავშირი, რომელიც თამამად ინარჩუნებს ზოდიაქოს ყველაზე დაბალანსებული სიყვარულის სტატუსს.