LIFE

„მე შენ მიყვარხარ!“

„მე შენ მიყვარხარ!“

მართალია, რომ ყოველი დღე სიყვარულისაა, თუმცა, სიმბოლურად, 14 თებერვალს აღინიშნება სიყვარულის დღესასწაული. ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეყვარებულები ცდილობენ ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნონ.


დღეს, სიყვარულისა გამოხატვის რიტუალი ბევრად განსხვავებულია, ვიდრე ადრე, თუმცა ვალენტინობის სიმბოლოები უცვლელია - ესაა ყვავილები, ტკბილეული და სასიყვარულო ბარათები.

14 თებერვალი არის საუკეთესო დრო იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს კიდევ ერთხელ უთხრა „მე შენ მიყვარხარ“, გაუგზავნო სასიყვარულო ბარათი და შეახსენო, თუ რამდენს ნიშნავს ის შენთვის...