სტილი
თქვენს წინაშეა იდეალური დეტალი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს: 2023 წლის მთავარი სამკაული
- 14.02.2023
ივ სენ ლორანის 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენისთანავე, ცხადი გახდა, რომ სამაჯური-მანჟეტი წლის მთავარი სამკაული გახდებოდა:
კვლევის მიხედვით, მას შემდეგ, რაც შოუ ფართო საზოგადოებამ იხილა, დიდი ზომის სამაჯურების ძიება 97%-ით გაიზარდა. დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამაჯური-მანჟეტი დიდ სცენას დაუბრუნდა.
მინიმალისტური, ოქროსფერი, ლითონისა თუ მაქმანებივით მოჭრილი... მანჟეტები უხდება ყველა ქალს და ყველა ლუქს, იქნება ეს ბერძნული სტილის კაბა თუ კლასიკური პიჯაკი.
2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, აირჩიეთ სამაჯური-მანჟეტი! ეს ხომ ისეთი მოდური ქალების არჩევანია, როგორებიც არიან: კეიტ მოსი, რიტა ორა და ჰეილი ბიბერი.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა წლის იდეალური სამკაული:
თემები: