LIFE

Rakuten Viber, აპლიკაციაში მეხსიერების მართვის ახალ ფუნქციას უშვებს

Rakuten Viber, აპლიკაციაში მეხსიერების მართვის ახალ ფუნქციას უშვებს

Viber-ის მეხსიერების მართვის ახალი ფუნქცი, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აკონტროლონ აპლიკაციის მეხსიერება - მარტივად აირჩიონ არასაჭირო დოკუმენტები და სივრცე გაათავისუფლონ.


Rakuten Viber, გლობალური ლიდერი პირადი, უსაფრთხო შეტყობინებების და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, მეხსიერების მართვის ახალი ფუნქციას აანონსებს. აღნიშნული სიახლე, Viber-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად აკონტროლონ მეხსიერება აპლიკაციაში და საჭიროების შემთხვევაში, გაათავისუფლონ სივრცე. მომხმარებლები, რომელთა სმარტფონებსაც შეზღუდული მეხსიერება აქვთ, Viber აპლიკაციის უფრო ეფექტურად გამოიყენებენ.

მას შემდეგ, რაც ვიდეოების, AR ლინზების, სურათების და ინტერაქტიური კომუნიკაციის გამო, მედია შეტყობინებების მოცულობა მასიურად გაიზარდა, მობილური მოწყობილობების ძველი ვერსიებისთვის მონაცემთა დამუშავება გართულდა. statcounter GlobalStats-ის თანახმად, Android სისტემის მქონე მობილურებისა და პლანშეტების მომხმარებელთა დაახლოებით 40% იყენებს 11.0 ან უფრო ახალ ვერსიას. შესაბამისად, დაბალი მეხსიერების გამო, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ზარალდება.

Viber-ის მეხსიერების მართვის ახალი ფუნქცია, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მთლიანად გაასუფთაონ ქეშირებული მეხსიერება*  Viber-ში ან აირჩიონ რომელ ჩატებშია საჭირო სივრცის გასუფთავება. მეხსიერების მართვის ფუნქცია,  მომხმარებლებს დაეხმარება დაინახონ, თუ რამდენ ადგილს იკავებს Viber მათ მოწყობილობაზე, რამდენი აქვთ საერთო მოცულობა, რამდენი თავისუფალი ადგილია დარჩენილი და რამდენს იყენებს თითოეული ჩატი.

მომხმარებლებს შეუძლიათ თითოეულ ჩატში წაშალონ არასაჭირო ფაილები - ისეთი მედია კონტენტი, როგორებიცაა ვიდეოები, სურათები ან ფაილები. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტები წაიშლება მხოლოდ იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ასრულებს მოქმედებას, ხოლო ჩატის სხვა მონაწილეებისთვის, ყველა ფაილი უცვლელი იქნება.  თუ მომხმარებლებმა უკვე ჩამოტვირთეს აპლიკაციაში მიღებული ფაილები, ეს ფაილები უსაფრთხოდ დარჩება მომხმარებლის მოწყობილობაზე.

ოფირ ეიალი, Rakuten Viber-ის აღმასრულებელმა დირექტორი:

მოხარულები ვართ, რომ მეხსიერების მართვის ახალ ფუნქციას ვუშვებთ, რომლის საშუალებითაც, Viber მთელს მსოფლიოში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენს ყველა მომხმარებელს, უახლესი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების გარეშე შეეძლოთ ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის იმდენი შეტყობინების გაგზავნა, რამდენიც მათ სურთ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ფუნქცია იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი გამოცდილება და მათ მოწყობილობაზე სივრცის გათავისუფლების შესაძლებლობას მისცემს“.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ: https://help.viber.com/en/article/viber-storage-management

iOS-ისთვის, მეხსიერების მართვის ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება 19.3.0 ვერსიიდან, ხოლო Android-ისთვის 19.4-დან. აღნიშნული სიახლე, მხოლოდ მობილურ ტელეფონზეა ხელმისაწვდომი.

Rakuten Viber-ის შესახებ:
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებებისა და ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.