LIFE
როგორ იწყებენ დღეს წარმატებული ადამიანები? როგორია მათი დილის რუტინა?
- 16.02.2023
რამდენად კარგად გძინავთ ღამით და როგორ იწყებთ დღეს, ფაქტობრივად განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება თქვენი თითოეული დღე და შესაბამისად, ცხოვრება.
თუ გსურთ, რომ თქვენი ყოველი დღე წარმატებული იყოს, მაშინ ჩვენ გთავაზობთ დილის რამდენიმე ჩვევას, რაც ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
-
გაიღვიძეთ მაღვიძარასთან ერთად
ესაა პირველი შეცდომა, რასაც თანამედროვე ადამიანები უშვებენ. მაღვიძარას პირველი ზარისთანავე გაღვიძება დაგეხმარებათ, რომ დილა ნაკლები შოკითა და სრული კონცენტრაციით დაიწყოთ.
-
ნუ იმუშავებთ საუზმეზე
მიეცით თავს უფლება, რომ დაჯდეთ და საუზმით ისიამოვნოთ. გადადეთ ტელეფონი და ლეპტოპი, დაისხით ჭიქა ყავა და ესაუბრეთ ოჯახის წევრებს. უბრალოდ დატკბით ამ მშვიდი 15 წუთით.
-
ნაკლები საუბარი, მეტი ფოკუსირება
-
დაძინებამდე, სულ მცირე 1 საათით ადრე, ტელეფონი გადადეთ
დაძინებამდე ფეისბუქის თვალიერება, ცუდი ძილის და შესაბამისად, სტრესული დღის წინაპირობაა. დაძინებამდე, სულ მცირე 1 საათით ადრე გადადეთ ტელეფონი და გონება მშვიდი ძილისთვის მოამზადეთ.
-
ამოძრავეთ სხეული
-
ჩაწერეთ თქვენი ფიქრები და არა დავალებები
თქვენ არასოდეს იცით, რომელი იდეა გადაიქცევა წარმატებულ ბიზნეს წამოწყებად.
-
დააიგნორეთ სხვისი ჩვევები და შექმენით საკუთარი დილის რუტინა
შესაძლოა, თქვენს ორგანიზმს არ მოსწონდეს ადრიანი საუზმე, ვარჯიში კი შუადღეზე გირჩევნიათ. შესაძლოა, დილის საათებში სულაც არ ხართ კრეატიული.
გაიცანით საკუთარი თავი, დააკვირდით, რა არის თქვენთვის ეფექტური და ააწყვეთ საკუთარი დილის რუტინა. რუტინა, რომელიც ენერგიული და წარმატებული დღის დაწყებაში დაგეხმარებათ.
თემები: რჩევები