LIFE
რატომაა ჯენიფერ ლოპესი 3 წარუმატებელი ქორწინების მადლიერი და როგორ იპოვა ზღაპრის კეთილი დასასრული?
- 16.02.2023
თუმცა ზღაპრის კეთილ დასასრულამდე, ჯენიფერ ლოპესმა 3 წარუმატებელი ოჯახი შექმნა.ჯენიფერ ლოპესმა, ამჟამად ჯენიფერ აფლეკმა, ზღაპრის კეთილი, 53 წლის ასაკში იპოვა. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ 19 წლის შემდეგ, ყოფილ შეყვარებულთან აღადგინა ურთიერთობა და ცოლადაც გაჰყვა. მაგრამ ცოტას თუ ახსოვს, რომ ბენ აფლეკი, არც ისე დიდი ხნის წინ, ლოპესის რეპუტაციის გაფუჭებას ცდილობდა. ეს ამბავი ადვილად შეიძლება გადაიქცეს რომანტიკულ კომედიად, მაგრამ ჯენიფერ ლოპესი ამტკიცებს, რომ ახლა, ის ზღაპარში ცხოვრობს...
პირველად, საქორწინო კაბა მაშინ ჩაიცვა, როდესაც ჰოლივუდში გზის გაკვალვას ცდილობდა. ამბობენ, რომ ქალის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ქმრის ეჭვიანობაც იზრდებოდა. სულ რაღაც 1 წლის შემდეგ, ისინი ცუდად (ძალიან ცუდად) დაშორდნენ.
არც მეორე ქორწინება გაგრძელებულა დიდხანს, თუმცა ჯენიფერ ლოპესი ამბობს, რომ მეორე (ყოფილი) მეუღლე, ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც ოდესმე შეხვედრია. საიდუმლოდ გეტყვით, რომ უკვე ცნობილმა მომღერალმა, ყოფილ ქმარს 14 მილიონი დოლარი გადაუხადა, რათა მათი პირადი ცხოვრების შესახებ, ერთი სიტყვაც კი არ ეთქვა.
მესამე ქორწინება კი, ნამდვილად ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა - წყვილი 7 წლის განმავლობაში იყო ერთად. თუმცა, თავს ბედნიერად არც ერთი არ გრძნობდა. დაუსრულებელი უთანხმოების გამო, 2014 წელს წყვილი დაიშალა - ლოპესმა შვილებზე სრული მეურვეობა მიიღო.
ჯენიფერ ლოპესი ამბობს, რომ განქორწინებებმა მას ბევრი რამ ასწავლა.
ლოპესმა აღიარა, რომ ყოველი განქორწინების შემდეგ, თავს წარუმატებელ ქალად თვლიდა. თუმცა ის მადლიერია, რომ არ დანებებულა და მთელი ცხოვრება ეძებდა ნამდვილ სიყვარულს:„ჩემს თავს მამაც მეომარ პრინცესად ვხედავ, რომელიც აგრძელებს წინსვლას, რაც არ უნდა მოხდეს და რომელმაც იცის, რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. მე არ მეშინია წარუმატებლობის და „განქორწინებულის“ იარლიყის. რას ვიზამთ, ესეთია ნამდვილი ცხოვრება“.
ერთადერთი ყოფილი, რომელთანაც ჯენიფერ ლოპესმა ურთიერთიერთობა აღადგინა.
დიახ, ბენ აფლეკი, ერთადერთი ყოფილია, რომელთანაც ჯენიფერმა ურთიერთობა აღადგინა. მსახიობმა აფლეკის გვარი მიიღო, მაგრამ გადაწყვიტა სასცენო სახელი, „ლოპესი“ შეენარჩუნებინა.ქორწილის დღეს, ბენ აფლეკმა თქვა:
„როდესაც სიყვარული ნამდვილია, ქორწინებაში მნიშვნელოვანია მხოლოდ სურვილი ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვიყოთ გამგები, მომთმენი და მოსიყვარულე ადამიანები. ჩვენ ეს გვაქვს. ესაა საუკეთესო ღამე ჩვენს ცხოვრებაში“.
თემები:
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია