LIFE

თუ საკუთარი თავის პატივისცემას შესწირავ სიყვარულს, ურთიერთობის წარუმატებლობა გარანტირებულია!

თუ საკუთარი თავის პატივისცემას შესწირავ სიყვარულს, ურთიერთობის წარუმატებლობა გარანტირებულია!

გაჩერებულხარ ურთიერთობაში ადამიანთან, რომელიც არ გეპყრობა პატივისცემით იმ იმედით, რომ შეიცვლება? დათანხმებულხარ რაღაცებზე, როცა გსურდა, გეთქვა - არა? ან იქნებ ხშირად მოგიხდია ბოდიში მაშინ, როცა არაფერი დაგიშავებია?


ამგვარი ქცევის ციკლი მეტყველებს საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის ნაკლებობაზე.

არაჯანსაღი და ტოქსიკური ურთიერთობების ციკლის გარღვევა იწყება სწორედ საკუთარი თავის პატივისცემის ჩამოყალიბებით.

ხდება ხდება მაშინ, როცა განიცდი თავმოყვარეობისა და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის ნაკლებობას:
 
  • სხვებს უფლებას აძლევ ისარგებლონ შენით.
  • ზედმეტად ხარჯავ დროსა და ენერგიას სხვების დასახმარებლად.
  • ზედმეტად გაინტერესებს, თუ რას ფიქრობენ შენზე სხვები.
  • გრძნობ ბრაზსა და წყენას, როცა შენს საჭიროებებს არ აკმაყოფილებენ საყვარელი ადამიანები.
  • არ გსურს დახმარების თხოვნა ან სხვებისგან მისი მიღება.
  • იღებ ზედმეტი რაოდენობით საკვებს, ალკოჰოლს, ნარკოტიკებს ან სექსს.
  • ითმენ გონებრივ, ემოციურ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას.

რა არის საკუთარი თავის პატივისცემა?

პარტნიორებს შორის პატივისცემის ნაკლებობა აღძრავს ბრაზსა და წყენას, ქმნის უნდობლობას და საბოლოოდ ანგრევს ურთიერთობას. იმისათვის, რომ შექმნა და შემდეგ შეინარჩუნო ჰარმონიული ურთიერთობა, აუციელებელია, პატივი სცე საკუთარ თავს.



საკუთარი თავის პატივისცემა განისაზღვრება, როგორც:
  • საკუთარი თავის, როგორც ადამიანის, პატივისცემა
  • საკუთარი აზრებისა და პოზიციის გათვალისწინება
  • საკუთარ თავის მიმართ ნდობა და კმაყოფილება
საკუთარი თავის პატივისცემა განსაზღვრავს შენს თავდაჯერებულობას, რამდენად აფასებ თუ როგორ გიყვარს საკუთარი თავი. ეს ყველაფერი კი ერთად ქმნის ცხოვრების საფუძველს.

შეიძლება, გარემომ არ შეგიწყო ხელი, გაგეღვივებინა რწმენა საკუთარი თავის მიმართ ან, შეიძლება, წარსულში ჩაგიდენია რამე, რითაც არ ამაყობ ან ნანობ.  თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ დღეს არ შეგიძლია შენი ცხოვრება და ურთიერთობები უკეთესობისკენ შეცვალო!



არავინ იბადება საკუთარი თავის პატივისცემით. ეს არის უნარი, რომელსაც დროთა განმავლობაში ვავითარებთ.

ყველა ვიმსახურებთ ცხოვრების პარტნიორს, რომელიც გვაფასებს, პატივს გვცემს და გვერდით დაგვიდგება, რაც უნდა მოხდეს. ეს პარტნიორობა მთელი ცხოვრება გრძელდება არა იმიტომ, რომ პრობლემები ან კონფლიქტები არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ და გადავლახოთ რთული პერიოდები.