10 ყველაზე სიმპათიური მამაკაცი მსოფლიოში: რომელია თქვენი ფავორიტი?
- 24.02.2023

თქვენს წინაშეა 10 მამაკაცი, რომლებმაც 2023 წელს, მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური მამაკაცის წოდება მიიღეს.
-
რობერტ პატინსონი

როგორც აღმოჩნდა, ჰოლივუდის მსახიობის სახე, სრულყოფილების კრიტერიუმს, 92,15 %-ით აკმაყოფილებს. შესაბამისად, ის წლის ყველაზე სიმპათიური მამაკაცია!
-
კრის ევანსი

ზღვისფერი თვალებითა და მკვლელი ღიმილით აღჭურვილი „კაპიტანი ამერიკა“, ნამდვილად ღირსეულად იკავებს მეორე ადგილს.
-
ჰრიტიკ როშანი

თუ ეს ადამიანი ვერ იცანით, მაშინ გეტყვით, რომ ის ინდოელი მსახიობი და მოცეკვავეა, რომელმაც მილიონობით ქალის გული დაიპყრო...
-
ომარ ბორკან ალ გალა

ერაყელი მსახიობი, მოდელი და ფოტოგრაფი, საერთაშორისო პრესის მიხედვით, ომარ ბორკან ალ გალა ყველაზე მიმზიდველი არაბია.
-
დეივიდ ბეკჰემი

უკვე რამდენიმე ათწლეულია, ინგლისელი ფეხბურთელი ყველაზე სიმპათიური მამაკაცის სტატუსს არ თმობს!
-
ტომ კრუზი

ვფიქრობთ, ტომ კრუზი, ნამდვილად იმსახურებს ამ სტატუსს.
-
კიმ ტაე-ჰიუნგი

სამხრეთ კორეელი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ჯგუფის, BTS boy band-ის წევრია.
-
ზეინ მალიკი

One Direction-ის ვარსკვლავი პოპულარობის დათმობას არ აპირებს...
-
კრის ჰემსვორთი

ცხადია, „თორის“ გარეშე ეს სია ნამდვილად ვერ იქნებოდა სრულყოფილი.
-
მაჰეშ ბაბუ

ინდოელი მსახიობი, პროდიუსერი და მედია ფიგურა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მსახიობია. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე სიმპათიურიც.
თემები: