LIFE

დედის დღის აღსანიშნავად, Rakuten Viber ქართველ მომხმარებლებს, თემატურ AR-ლინზებს სთავაზობს

დედის დღის აღსანიშნავად, Rakuten Viber ქართველ მომხმარებლებს, თემატურ AR-ლინზებს სთავაზობს

3 მარტს საქართველო დედის დღეს აღნიშვნავს. ამ დღეს ყველა ულოცავს დედას და სხვა საყვარელ ადამიანებს, რომლებისთვისაც  ეს დღესასწაული თემატურია. Rakuten Viber-მა, გლობალურმა ლიდერმა პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, დედის დღის აღსანიშნავად, თემატური AR-ლინზები მოამზადა. ასევე, ჩაატარა გამოკითხვა Viber Georgia არხზე იმის გასარკვევად, თუ როგორ ზეიმობენ ადამიანები ამ დღეს. გამოკითხვაში საკუთარი აზრი დაახლოებით 3 ათასმა ქართველმა მომხმარებელმა დააფიქსირა. 

Viber Georgia Channel-ის გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა თითქმის 70% დედის დღის მილოცვას პირადად ამჯობინებს - ყვავილებით ან სხვა საჩუქრებით. გარდა ამისა, მომხმარებლები მისალოცად იყენებენ მესენჯერებს - შეტყობინებების გასაგზავნად თუ  ზარის განსახორციელებლად (რესპოდენტთა 20%-ზე მეტი). გამოკითხულთა 10% კი სხვაგვარად ამჯობინებს მილოცვას. 

გამოკითხულთა 43%-ზე მეტს ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა ურჩევნია მისალოცად სხვადასხვა მესენჯერის გამოყენებით, ხოლო 32% ირჩევს დარეკვას - ვიდეო კამერით თუ მის გარეშე. რესპოდენტთა 20%-ზე მეტი სხვადასხვა სადღესასწაულო სტიკერს ან სასაცილო GIF-ს იყენებს მისალოცად, ზოგიერთი მომხმარებელი კი AR-ლინზებს იყენებს მესენჯერებში კომუნიკაციის უჩვეუელოდ დაწყების მიზნით.



ასევე, გამოკითხვის მიხედვით, დედის დღის დღესასწაული განსაკუთრებით ასოცირდება: დედის გულთან - ამბობს გამოკითხულთა 64%-ზე მეტი; 23%-ისთვის ის უკავშირდება სახლის სითბოსა და სიყვარულს. თითქმის 10% ამ დღესასწაულს უკავშირებს გაზაფხულის დადგომას, ყვავილებსა და მზეს და სულ მცირე 3%-ისთვის ის განსხვავებულ ასოციაციას იწვევს. 

როგორც გლობალური მესენჯერი, Viber ასევე დიდ ყურადღებას აქცევს ადგილობრივ კონტენტს, ამიტომაც ამ განსაკუთრებული შემთხვევისთვის Viber-მა მოამზადა თავისი ქართველი მომხმარებლებისთვის 2 სპეციალური და თემატური AR-ლინზა: პეპლებითა და გაზაფხულის ყვავილებით - რათა განსხვავებულად წამოიწყონ კომუნიკაცია მომხმარებლებმა ერთმანეთში. ამ ფილტრებით მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიღონ როგორც ფოტო, ასევე ვიდეო და შემდეგ გააზიარონ ისინი ჩატში, რათა გამოხატონ თავიანთი თბილი ემოციები.


სპეციალური AR-ლინზები დედის დღისთვის Viber-ში


Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებებისა და ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.