სტილი

ელეგანტური ქალის 10 ოქროს წესი - რა უნდა ჩაიცვათ, რათა დახვეწილად გამოიყურებოდეთ?

ელეგანტური ქალის 10 ოქროს წესი - რა უნდა ჩაიცვათ, რათა დახვეწილად გამოიყურებოდეთ?

ელეგანტური ქალი არის ის, რომელიც საკუთარ თავს, დახვეწილი და მოდური გზით წამოაჩენს. ბუნებრივი, მოხდენილი, მარტივი, სადა და ხარისხიანი - ეს ის სიტყვებია, რომელსაც ეს ქალი ანიჭებს უპირატესობას.


ელეგანტური სტილი მარადიულია. ის 10 და 20 წლის შემდეგაც კი მოდური იქნება. ერთი კარგი წყვილი მარგალიტის საყურეების ყიდვა სჯობს, ვიდრე რამდენიმე წყვილი ტრენდული საყურის, რომელიც მომავალ სეზონზე, მოდური აღარ იქნება. ელეგანტური და დახვეწილი სტილი ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ თქვენი ტანსაცმელი სამსახურში, საყიდლებზე ან მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში. თანაც ისე, რომ ყველაზე მოდური ქალის სტატუსი არ დაკარგოთ

დაიმახსოვრეთ, ელეგანტური ქალი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ყოველთვის იწვევს სხვების აღაფრთოვანებს.

წესი #1 - ნუ გამოჩნდებით საზოგადოებაში სავარჯიშო ტანსაცმლით.

არც ერთი ელეგანტური ქალი არ იცვამს სავარჯიშო ტანსაცმელს, თუ მოცემულ მომენტში, არ ვარჯიშობს. რაც არ უნდა კომფორტული იყოს სპორტული სამოსი, ვარჯიშის დასრულებისთანავე გამოიცვალეთ და საზოგადოებაში მოწესრიგებული ვიზუალით გამოჩნდით.

წესი #2 - ნუ ჩაიცვამთ ტოპებს.

ეს ტანსაცმელი, მხოლოდ თინეიჯერებს და სტუდენტებს უხდებათ. მუცლის მიდამოზე ზედმეტი კანის გამოჩენა, უბრალოდ, არ არის ელეგანტური.

წესი #3 - ნუ ჩაიცვამთ გრაფიკულ მაისურს.

მაისური მულტფილმის, ფილმის ან საყვარელი მუსიკალური ბენდის ვიზუალით? შესანიშნავია, თუმცა ბავშვური.  

წესი #4 - ნუ ჩაიცვამთ დახეულ ჯინსებს და შორტებ.

თუ თქვენ არ აპირებთ სანაპიროზე გასეირნებას, მაშინ, ეს არ არის ელეგანტური არჩევანი.

წესი #5 - ყურადღებით შეარჩიეთ თავისუფალი ტანსაცმელიც.

მაგალითად, თუ საქმე შორტებზე მიდგება, ჯინსის ნაცვლად, აირჩიეთ თეთრი ფერის ქსოვილი ან თუნდაც, თეთრი ჯინსი. ასე, თავისუფალ ტანსაცმელსაც კი გააელეგანტურებთ.

წესი #6 - შეიძინეთ ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის ჩანთა.

და ის გაცვითეთ. არ არის საჭირო ჩანთის ყოველდღიური ცვლა.

წესი #7 – მოუწესრიგებელი ტანსაცმელი ელეგანტურობის მთავარი მტერია.

არანაირი ნაკეცები ან გამოჩეჩილი ძაფები! იყიდეთ ორთქლის უთო - მასთან ერთად, ყველა ტანსაცმელი ბევრად ელეგანტური გახდება.

წესი #8 - არ ატაროთ მოცულობითი, იაფფასიანი სამკაულები.

ყოველთვის შეეცადეთ აირჩიოთ მცირე ზომის, ხარისხიანი სამკაულები. ყოველთვის. თუ ოქროს სამკაულის საშუალება არ გაქვთ, შეიძინეთ ვერცხლის დახვეწილი აქსესუარები.

წესი #9 - შეწყვიტე ჯინსის ტარება.

ჩადეთ ინვესტიცია შარვალში, შეიძინეთ მოხდენილი მოდელი. ეს უფრო ქალური და ელეგანტურია.

წესი #10 - ელეგანტური ქალები, ზამთარში სანდლებს არ იცვამენ.

მით უმეტეს - წინდასთან ერთად...

აქვე შემოგთავაზებთ ნივთებ, რომლებსაც ყველა ელეგანტური ქალის გარდერობში შეხვდებით:  

  • ქაშმირის ჯემპრი
  • როლინგი
  • პიჯაკი
  • აბრეშუმის კაბა
  • დახვეწილი ჟაკეტი
  • შავი შარვალი
  • ბლუზი დახვეწილი ღილებით
  • ბრენდული ჩანთა
  • შარფი
  • სათვალე
  • მარგალიტის აქსესუარები
  • ბრილიანტები