სილამაზე

ელსა ჰოსკი, კიარა ფერანი და ჰეილი ბიბერი - თქვენს წინაშეა 2023 წლის მთავარი ვარცხნილობა

ელსა ჰოსკი, კიარა ფერანი და ჰეილი ბიბერი - თქვენს წინაშეა 2023 წლის მთავარი ვარცხნილობა

ჯერ კიდევ 1 თვის წინ, Instagram-ის ვარსკვლავი, ჰეილი ბიბერი, საზოგადოების წინაშე მოკლე ვარცხნილობით წარსდგა. ამ ვარცხნილობას ყველა კარგად ვიცნობთ - ესაა მოკლე კარე, უბრალოდ სტანდარტულისგან განსხვავებით, ჰეილიმ უსწორმასწორო ბოლოებზე შეაჩერა არჩევანი. როგორც ვარსკვლავმა შეაფასა: მოკლე თმა = მეტი მხიარულება!



შემდეგ იყო ემილი რატაკოვსკი, რომელმაც მოკლე კარეს პარიკი მოირგო და საზოგადოებას მიანიშნა, რომ 2023 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის ფავორიტი ვარცხნილობა, ნამდვილად მოკლე კარე იქნება. ჰეილისგან განსხვავებით, მისი ვარცხნილობა მოცულობითა და წინამოთი გამოირჩეოდა, თუმცა უსწორმასწორო ბოლოების ტრენდი, ემილის ვარცხნილობაშიც გამოიკვეთა.



ტენდენცია კიარა ფერანიმ გააგრძელა და სულ რაღაც 2 კვირის წინ, გრძელი კარეთი მოევლინა საზოგადოებას. იტალიელი ინფლუენსერის და მოდის გავლენიანი წარმომადგენლის თამამმა გადაწყვეტილებამ, საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია!



1 კვირის წინ კი, მოკლე ვარცხნილობით ელსა ჰოსკი გამოჩნდა. შვედი მოდელის არჩევანიც სწორედ კარეზე შეჩერდა. ცხადია, ვარცხნილობა სწორედ უსწორმასწორო ბოლოებით გამოირჩეოდა.