LIFE

რა განაპირობებს სუპერ-აპლიკაციის წარმატებას?

რა განაპირობებს სუპერ-აპლიკაციის წარმატებას?

დეფნა ოფეკი- Rakuten Viber-ის პროდუქტის აღმასრულებელი დირექტორი (CPO)


ალბათ, შეგიმჩნევიათ ტერმინი: სუპერ-აპლიკაცია, რომელიც უკვე ყველგან ჩანს სადაც უნდა გაიხედოთ. დაწყებული WeChat-დან დასრულებული Grab-ით, სუპერ აპლიკაციები მასიურად პოპულარულია მთელი აზიის მასშტაბით და სულ ცოტა ხნის წინ, დასავლურმა პლატფორმებმა დაიწყეს თავიანთი შესაძლებლობების გაფართოება ამ ახალი, „სუპერ აპლიკაციის“ სტატუსის მოსაპოვებლად. მარკ ცუკერბერგი ჩაერთო სუპერ აპლიკაციასთან საუბარში და TechCrunch-მაც კი გააზიარა სტატია, სადაც განიხილავდა თუ რომელი აპლიკაცია დომინირებს სივრცეში: Twitter, Paypal თუ Walmart. მაგრამ რა არის სუპერ აპლიკაცია, რა განაპირობებს მის წარმატებას და შეიძლება თუ არა ბაზარზე არსებობდეს ერთზე მეტი სუპერ-აპი. 

რა არის სუპერ აპლიკაცია?

ბაზარზე ათასობით აპლიკაციაა. Რეგიონის მიხედვით, მათგან ზოგიერთი მეტად პოპულარულია, მაგრამ სადაც უნდა იყოთ, მომხმარებლებს აერთიანებთ სურვილი სიმარტივისა - ერთი აპლიკაციის მეშვეობით მიიღონ ყველაფერი, რაც სჭირდებათ. დაწყებული სოციალური მედიიდან დასრულებული გადახდის სერვისებითა თუ ბიზნეს ფუნქციებით. სწორედ აქ შემოდის ტერმინი - სუპერ აპლიკაცია!

პასუხობდეს ყოველდღიურ საჭიროებებს

იმისათვის, რომ სუპერ აპლიკაციამ წარმატება მოიპოვოს, აუცილებელია მას ესმოდეს, თუ რა სახის დავალებებს ასრულებს სტანდარტული მომხმარებელი ყოველდღიურად. რაც უფრო მეტი დავალების შესრულება შეუძლია აპლიკაციას ერთი პლატფორის ფარგლებში, მით უფრო მეტად ძლიერდება სუპერ-აპი. იფიქრეთ იმაზე, თუ რა ქმედებებს ახორციელებთ დღეში რამდენჯერმე და ეს იქნება თქვენი პასუხი. მომხმარებლები ერთმანეთს შეტყობინებების და ზარების საშუალებით უკავშირდებიან, იგებენ სიახლეებს, ყიდულობენ პროდუქტებს ან მომსახურებას, იღებენ გადახდის ქვითრებს, თვალყურს ადევნებენ პროდუქტის მიწოდებას, ახორციელებენ ტრანზაქციებს და ა.შ. მოცემული სია და მასში არსებული შესაძლებლობები მუდმივად მზარდია. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ზოგიერთი პლატფორმა სხვებზე ძლიერი. ეს არ არის მხოლოდ მისი სტატუსი ან არის თუ არა ის სუპერ-აპი, არამედ იმის მასშტაბი, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება გახდეს სუპერ-აპლიკაცია და რამდენად დიდია მისი მომხმარებლების რაოდენობა.

გზები სუპერ აპლიკაციის სტატუსის მოსაპოვებლად

სუპერ აპლიკაციის სტატუსის მოსაპოვებლად პროვაიდერს რამდენიმე გზა გააჩნია. პირველი არის ერთი კომპანია, რომელიც ყველა ტექნოლოგიას თავად ავითარებს. რაც უფრო მეტ ახალ სერვისზე მუშაობს პლატფორმა, მით უფრო დიდი გუნდი არის საჭირო, არა მხოლოდ პროდუქტის განსავითარებლად, არამედ სერვისის სტაბილური და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად. ეს წარმოშობს გამოწვევას, რომელიც ბაზარზე ოპერირების სიჩქარეს და მულტიდისციპლინურ ექსპერტიზას უკავშირდება - თუ სხვა პლატფორმა მოიპოვებს მნიშვნელოვან ბაზრის წილს კონკრეტული სერვისისთვის, სანამ თქვენი ჯერ კიდევ წარმოების პროცესშია, შეიძლება რთული აღმოჩნდეს მომხმარებლების გადაყვანა ახალ პლატფორმაზე.

ალტერნატიული და უფრო გავრცელებული გზაა - შერწყმა, შესყიდვა ან პარტნიორობა, რაც გულისხმობს სხვადასხვა სერვისის ერთი აპლიკაციის ქვეშ გაერთიანებას. Პროცესის არასწორად განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა სიღრმისეული ინტეგრაციები შეიზღუდოს და მომხმარებელთა უსიამოვნება გამოიწვიოს. თითოეულ აპლიკაციას განსხვავებული სტილი აქვს, შესაბამისად, ერთ ჭერქვეშ დიდი რაოდენობით სერვისების გაეთიანება დანაწევრებული აპლიკაციის გარანტიაა. 

ფოკუსირება კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე

რაც უფრო მეტ სერვისს სთავაზობენ პლატფორმაზე, მით მეტი მგრძნობიარე მონაცემი ზიარდება მომხმარებლის მიერ. არა მხოლოდ მომხმარებლების პირადი მონაცემები არის საფრთხის ქვეშ, არამედ მათი ფინანსებსაც. ეს ზრდის შეშფოთებას მონაცემთა გარღვევის მიმართ და ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და კიბერუსაფრთხოებას მთავარ პრიორიტეტად აყენებს. წარმოიდგინეთ, რამდენად მიმზიდველი შეიძლება გახდეს ასეთი კომპანია ჰაკერებისთვის, სპამერებისთვისა და თაღლითობის ექსპერტებისთვის და რამდენ დროს, ენერგიასა და რესურსს უთმობენ აპლიკაციის დეველოპერები მათ დაბლოკვასა და მათთან ბრძოლას.

წარმატებულ სუპერ-აპს ექნება სტრუქტურული და პასუხისმგებლიანი მიდგომა კონფიდენციალურობის მიმართ, რაც აისახება შემდეგ ფუნქციებში: ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია და ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრა (E2EE). ახალი ფუნქციების გაშვებისას, ყურადღება გაამახვილეთ წესებისა და პირობების სიცხადეზე და გამჭვირვალობაზე. ასევე, მიაწოდეთ მომხმარებლებს ინფორმაცია თუ როდის და სად ხდება მათი მონაცემების გაზიარება. სუპერ-აპებს აქვთ შესაძლებლობა რეალურად შექმნან უფრო კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული პლატფორმა, აუხსნან მომხმარებლებს, რომ მათი მონაცემები არ გავრცელდება სხვა ადგილებში, რაც შესაბამისად გაზრდის უსაფრთხოების ვექტორებს.

შეიძლება არსებობდეს ერთზე მეტი სუპერ-აპლიკაცია 

სუპერ აპლიკაციების ინდუსტრია არ არის ნულოვანი ჯამის თამაში, რადგან ყველა კომპანია, რომელიც ცდილობს იყოს წარმატებული, შეეცდება მუდმივად დაამატოს მეტი სერვისი, გაზარდოს მომხმარებელთა რიცხვი და ბაზრის წილი მათ სამიზნე რეგიონებში. ბაზარი სუპერ დინამიური და მუდამ ცვალებადია. თუ კონკრეტული სერვისი მკვეთრ უპირატესობას ანიჭებს სხვა პლატფორმას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბზარები უკვე არსებულ სუპერ-აპში, რადგან მომხმარებლებს შეუძლიათ გადაინაცვლონ ახალ სერვისზე. ერთ ძლიერ სერვისს შეუძლია ხელი შეუწყოს როგორც კომპანიის მომხმარებელთა ბაზის, ასევე შემოთავაზებული სერვისების ეტაპობრივად გაფართოებას. სანამ გვაქვს თავისუფალი ბაზარი და არსებობენ ადამიანები, რომელთაც სურთ გამოიყენონ სხვადასხვა აპლიკაცია თავიანთ ტელეფონებში, სუპერ-აპლიკაციების არენა ღიაა ბიზნესისთვის.

მაგრამ მთლიანობა უფრო მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი. რაც იმას ნიშნავს, რომ პლატფორმის ურთიერთობა მომხმარებლებთან და უნარი დააკავშიროს სერვისებს შორის არსებული წერტილები მისი წარმატების საიდუმლო იქნება. მომხმარებლის ციფრული სასიცოცხლო ციკლის მეტად სიღრმისეული მიმოხილვა აპლიკაციას საშუალებას მისცემს უზრუნველყოს უფრო პერსონალიზებული, შესაბამისი და ზუსტი სერვისები. ეს ასევე ნიშნავს, რომ თუ ერთ-ერთი შეთავაზებული სერვისი არის მომხმარებლის მიმღებლობის დონეზე ქვემოთ, სუპერ-აპი მთლიანად სუსტდება.

დასავლეთში უფრო ხშირად ვხვდებით ცალკეულ აპებს, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ცალკეულ სერვისებში. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული სერვისების აპლიკაციები ძალიან კარგად მუშაობენ, მოთხოვნა - მეტი სერვისის ერთი პლატფორმის ქვეშ გაერთიანებისა - აპლიკაციის შემქმნელების მიდგომას ცვლის. ინდუსტრიაში აქცენტი მომხმარებლის უმაღლესი ხარისხის გამოცდილებაზე გადადის. აპლიკაციების ინდუსტრიის დიდმა მოთამაშეებმა იციან ბიზნეს პოტენციალის შესახებ. სუპერ აპლიკაციის ჯადოქრობა გამოჩნდება, როცა მომხმარებლები გამოცდიან ყველა დავალების ერთ აპლიკაციაში შესრულების კომფორტს, სერვისის ხარისხზე კომპრომისის გარეშე.

ავტორის შესახებ:

დეფნა ოფეკი არის Rakuten Viber-ის პროდუქტის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ზედამხედველობს კომპანიის პროდუქტის სტრატეგიასა და მის განხორციელებას. ტექნოლოგიური პროდუქტების ინდუსტრიაში 20 წელიწადზე მეტი გამოცდილებით, იგი მუშაობდა წამყვან ტექ-კომპანიებში, როგორიცაა Google Waze და WIX. ასევე ის იყო პროდუქტის მენეჯმენტისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტი კომპანია BigID-ში და განვითარების პარტნიორი კომპანია AnD Ventures-ში. დეფნა, რომელიც სპეციალიზირებულია ვებ და მობილური აპლიკაციების განვითარებაში, არის გამოცდილი სტრატეგი და გუნდის ლიდერი-ბიზნესის განვითარების წარმატებულობის დადასტურებული გამოცდილებით. დეფნა ცხოვრობს და მუშაობს ისრაელში.