LIFE
მითხარი რომელი სახეა უფრო ბედნიერი და მე გეტყვი ვინ ხარ შენ - ფსიქოლოგიური ტესტი
- 14.03.2023
ოპტიკურ ილუზიას, ბევრს თქმა შეუძლია ადამიანის პიროვნებაზე, რადგან ის, მთლიანად ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული. მაგალითად, დღეს შემოგთავაზებთ ვიზუალურ ტესტს, რომელზეც, სინამდვილეში, ერთი და იგივე სახეა გამოსახული - ორიგინალი და მისი ანარეკლი.
იმის გასარკვევად, თუ როგორი ადამიანი ხარ, რა ზემოქმედებს შენზე და როგორ აზროვნებ, საჭიროა მხოლოდ ქვემოთ მოცემულ სურათს დააკვირდე. შემდეგ კი აირჩიო სახე, რომელიც უფრო ბედნიერი გეჩვენება. სულ ესაა.
სახე #1: მარცხენა ნახევარსფერო
ტვინის მარცხენა მხარე დაკავშირებულია შემოქმედებითობასა და ექსპრესიულობასთან. ამ ნაწილთან დაკავშირებული უნარები მოიცავს სახის ამოცნობას, ემოციების გამოხატვას, მუსიკას, კითხვას, ფერების განსხვავება, წარმოსახვას, ინტუიციას და კრეატიულობას.თუკი არჩევანი სწორედ #1 სახეზე შეაჩერე, შენ ინტუიციური და რეფლექსიური ადამიანი ხარ. შესაძლოა, ყველა გეუბნება, რომ გონებას მოუსმინო და გადაწყვეტილებები რაციონალურად მიიღო, მაგრამ, სინამდვილეში, შენ უნდა უსმინო საკუთარ ინტუიციას და გულს, რადგან ის არასოდეს გაგიცრუებს იმედს.
შენ არ ნერვიულობ წარუმატებლობებსა და შეცდომებზე, რადგან იცი, რომ ყველაფერს აქვს ორი მხარე და რაც არ უნდა ცუდი იყოს საბოლოო შედეგი, შენ გაკვეთილი მიიღე. შენთვის, სწავლის, გამოცდილების პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანია.
ხანდახან იმდენად ექსპრესიული და მხიარული ხარ, რომ ვერავინ ხვდება, შენც გაქვს პრობლემები და შენც დარდობ. შენ გყავს კარგი, ნამდვილი მეგობრები, რომლებთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა გაკავშირებს და ამასთანავე, მარტივად შეგიძლია ამოიცნო ბოროტი, შურიანი ადამიანები.
სახე #2: მარჯვენა ნახევარსფერო
ტვინის მარჯვენა მხარე ლოგიკასა და ანალიტიკასთან ამოცანების ამოხსნის ექსპერტია. ის, ასევე, გვეხმარება კრიტიკულად ვიაზროვნოთ, ვიანგარიშოთ, დავგეგმოთ და ვიმსჯელოთ.თუკი არჩევანი სწორედ #2 სახეზე შეაჩერე, ეს ნიშნავს, რომ სანამ იმოქმედებ, მანამდე ბევრს ფიქრობ და აანალიზებ. ნებისმიერ სიტუაციაში, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ და რამეს გააკეთებ, მანამ შეისწავლი დადებით და უარყოფითი მხარეებს. ამასთანავე, დასახავ ალტერნატიულ გზას, რათა მზად იყო, თუკი რაღაც მოულოდნელად მოხდება.
თამაშის წესები შენი ერთგვარი გატაცებაა, რადგან მოგწონს ყველაფრის სრულყოფილად კეთება. ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო კი, როგორც წესი, სხვა დანარჩენებზე მაღალი ინტელექტი გაქვს.
თემები: ტესტი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია