LIFE
რა გჭირდება ბედნიერებისთვის? - პრაქტიკული რჩევები ყოველდღიური ცხოვრებისთვის
- 21.03.2023
თუ ფიქრობ, რომ ცხოვრების რიტმს ჩამორჩი, თავს მარტოდ გრძნობ და ახლა განსაკუთრებით გჭირდება იგრძნო ბედნიერება, გააგრძელე კითხვა! ყველას გვინდა ვიყოთ ბედნიერი, თუმცა ზოგჯერ რთულია მიხვდე, თუ რა განიჭებს ბედნიერებას. ჩვენ დაგეხმარებით, მიიღოთ სასურველი შედეგები.
- აუცილებელია, ჩვენს ყოველდღიურობაში დავნერგოთ ახალი ჩვევა - გამოვყოთ დრო, თუნდაც სულ მცირე იმისათვის, რომ დავაფასოთ ის, რაც გვაქვს, რაც მოგვეცა ჩვენი შრომის შედეგად თუ ასე უბრალოდ, თავისთავად. ვაჩვენოთ ეს მადლიერება ჩვენს საყვარელ ადამიანებს, შევახსენოთ, რომ ვაფასებთ მათ არსებობას ჩვენს ცხოვრებაში. ვაჩვენოთ, რომ ვხედავთ მათ წვლილს და მათ გაღებულ ძალისხმევას ჩვენი კეთილდღეობისთვის. მადლიერების ღიად გამოხატვას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს ბედნიერებაზე.
- მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პრაქტიკაა მომენტის შეგრძნება. გამოყავი დრო იმისათვის, რომ შეჩერდე, მიმოიხედო და შეიგრძნო ცხოვრების ეს კონკრეტული მომენტი. შეიძლება, უბრალოდ ყავას სვამ და ტელევიზორში საინტერესო გადაცემად უყურებ, შეიგრძენი ყავის გემო და მიიღე სიამოვნება ამ კონკრეტული მომენტით. იმისათვის, რომ გაავარჯიშო გონება და საუკეთესო შედეგი მიიღო, შეგიძლია დაკავდეთ ისეთი აქტივობებით, როგორიცაა მედიტაცია, იოგა ან უბრალოდ დაუთმო რამდენიმე წუთი სუნთქვასა და გარემოზე ფოკუსირებას.
თემები:
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია