თუმცა, რა არის მანიფესტაცია და როგორ შეიძლება მისი გამოყენება ჩვენი მიზნებისა და ოცნებების მისაღწევად?ალბათ, სადმე შეგხვედრია ტერმინი მანიფესტაცია - ვიდეოებში, სტატიებსა თუ ჟურნალებში. მანიფესტაცია უფრო და უფრო პოპულარული გახდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ხშირად ის ასოცირდება მიზიდულობის კანონთან და პოზიტიური აზროვნების ძალასთან.
მანიფესტაცია არის ჩვენივე ქვეცნობიერის გამოვლინება, ჩვენი სურვილებისა და განზრახვების რეალობად გარდაქმნის პროცესი, რომელიც მოითხოვს ფიქრების კონცენტრაციასა და დისციპლინას.
ეს არის რწმენა, რომ ჩვენ გვაქვს ძალა შევქმნათ ცხოვრება, რომელიც გვინდა. თუმცა, სასურველი შედეგების მისაღებად, აუცილებელია, ჩვენი ფიქრები და ქმედებები ემთხვეოდეს ქვეცნობიერის სურვილებს.
სანამ, მანიფესტაციის სხვადასხვა ხერხს მიმართავ შენი ოცნებების ასასრულებლად, აუცილებელია განსაზღვრო, თუ რა გინდა სინამდვილეში. საჭიროა, გქონდეს კონკრეტული და რეალური პასუხები. ამ პასუხების მისაღებად კი მნიშვნელოვანია ობიექტურად შეაფასო საკუთარი თავი - შენი ღირებულებები, მისწრაფებები, მიზნები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გექნება მკაფიო ხედვა, თუ რა გინდა, შეგიძლია მიმართო შენი ფიქრები და ენერგია შენივე მიზნებისკენ.
რადგან უკვე ასე თუ ისე გვესმის მანიფესტაციის არსი, გავეცნოთ დადასტურებულ ხერხებს და ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ ჩვენს ლამაზ ოცნებებს:
-
მანიფესტაციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი პოზიტიური ხედვაა.
-
მანიფესტაციისთვის ასევე მნიშვნელოვანია ვიზუალიზაცია.
-
მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალიზაცია და პოზიტიური ხედვა ძლიერ საფუძველს ქმნის, გადამწყვეტ როლს მაინც მოქმედება თამაშობს.
თემები: